Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია PENTAX-მა წარმოადგინა მტვრისა და წ^ლისგან დაცული კამერა PENTAX K-30. მწარმოებლის სიტყვებით, 'ის იდეალურია ფოტოგრაფებისთვის, რომლებიც მისდევენ აქტიურ ცხოვრებას სუფთა ჰაერზე'. გარდა იმისა, რომ აპარატი თავს შესანიშნავად გრძნობს უამინდობის პირობებში, ის საკმაოდ მსუბუქიცაა, გააჩნია ავტოფოკუსირების ახალი სისტემა, ვიდეომაძებარი პენტაპრიზმის საფუძველზე - კადრის 100%-იანი დაფარვით და Full HD ფორმატში ვიდეოს გადაღების ფუნქციით.

910_1337184353_K30_GroupShot_Wet_large.jpg

APS-C ფორმატიან CMOS სენსორის გაფართოება (23,7 x 15,7 მმ), რომელიც გამოიყენება კამერაში, შეადგენს 16,3 მპ-ს. გათვალისწინებულია გამოსახულების სტაბილიზაცია - ამ დეტალის მოძრაობის მეშვეობით. ფოტოსურათების დამუშავებას უზრუნველყოფს პროცესორი Prime M, ხოლო შუქმგრძნობელობის დიაპაზონი შეზღუდულია ISO 100 და 12800 მაჩვენებლებით (იზრდება ISO 25600-მდე).

910_1337102126_K30_Blue_LeftSideView_18-55_large.jpg

კამერაში რეალიზებულია ვიდეოგადაღების ფუნქცია - MPEG-4 ან H.264 ფორმატში შეკუმშვის ფუნქციით. შესაძლებელი გაფართოებები გახლავთ 1920 x 1080 (30, 25, 24 კ/წმ), 1280 x 720 (60, 50, 30, 25, 24 კ/წმ), 640 x 424 (30, 25, 24 კ/წმ). გარდა ამისა, მას შეუძლია წამში ექვსამდე კადრის გაკეთება, მინიმალური დაყოვნება კი შეადგენს 1/6000 წმ-ს. მწარმოებელი აღნიშნავს რეჟიმების, სიუჟეტური პროგრამებისა და აგრეთვე გამოსახულების დამუშავების ფუნქციების დიდ რაოდენობას.

PENTAX K-30-მა მიიღო 11 წერტილის მქონე, ავტოფოკუსირების ახალი მოდული SAFOX IXi+, რომელთაგანაც 9 - ჯვრისებური ფორმისაა. კომპლექტაცია აგრეთვე მოიცავს 921 ათას პიქსელ რეზოლუციის 3-დუიმიან ეკრანს, ჩაშენებულ მაშუქს - წამყვანი რიცხვით 12 (ISO 100-ის დროს), SD, SDHC ან SDXC ფორმატის მეხსიერების ბარათებისთვის განკუთვნილ სლოტს.

K-30_b_CrystalWhite_18-135.jpg

კამერა აღჭურვილია PENTAX KAF ბაიონეტით, რისი საშუალებითაც, ის ხდება სრულად ან ნაწილობრივ თავსებადი - PENTAX K-, KA-, KAF-, KAF2 და KAF3 ობიექტივებთან. მასა შეადგენს 650 გ-ს, ზომები კი - 130 x 97 x 71 მმ-ს. ის მუშაობს როგორც კომპლექტში შესულ (რომლის ერთი დამუხტვაც საკმარისია 410 სურათის გადასაღებად), აგრეთვე AA-ტიპის ოთხი ელემენტითაც (საჭირო გახდება ცალკეულად D-BH109 კონტეინერის შეძენა).

პროდუქტის გაყიდვები ივლისის თვეში დაიწყება და მისი ღირებულება იქნება 850$. DA L 18-55mm ობიექტივიანი ნაკრები კი, შეფასებულია 900$-ად.

  • Upvote 3
Posted

აუ ვიდზე მაგარია ძალიან

Posted

აუ ვიდზე მაგარია ძალიან

პენტაქსი, ყოველთვის :)

დიდი მადლობა ავტორს. 900$ ცოტა არ იყოს მეძვირება, მაგრამ ახალ "ამინდგამძლე" კამერას მაგ ფასად ვერ იყიდის ადამიანი.

Posted

გეძვირა? კარგი რა.

weatherproof, sensor-shift stabilization და სუპერ დიზაინი :შ

მნდაააა, მარა ფასი არ მაწყობს :)

  • 1 month later...
Posted

D7000 VS es? :D

Posted

Hmm. Reviu waikitxe?

კი წავიკითხე

მიშა ვიხუმრე კაცო :blush: არ გამიბრაზდე

ხომ არ იცი საქართველოში რომელ მაღაზიაში შეიძლება ჰქონდეთ ?

ვიცი რომ შენი ერთერთი საყვარელი ბრენდია მაგრამ თანაბარი ფასის პირობებში ამის აღებას მირჩევ?

Posted

კი წავიკითხე

მიშა ვიხუმრე კაცო :blush: არ გამიბრაზდე

ხომ არ იცი საქართველოში რომელ მაღაზიაში შეიძლება ჰქონდეთ ?

ვიცი რომ შენი ერთერთი საყვარელი ბრენდია მაგრამ თანაბარი ფასის პირობებში ამის აღებას მირჩევ?

Pentaxis SLR saqartveloshi?tan mag donis?eh,daragoi drug,samwuxarod eg fantastikis sferoa...K-x minaxavs meliqishvilze rom kodakia,iq.uwin.mere K-r-ic,magram semi-pro donis pentaxi aramgonia vismes hqondes.rac sheexeba Nikon vs Pentax,me D7000-s girchev,nikonis optika da aqsesuarebi ufro ioli sashovnelia aq da imitom.me tviton pentax-s avigebdi,didi xania mag brendis kameraze vocnebob

  • Upvote 1
Posted

არადა ამის მაგარი მუღამი მაქვს, იმედია მალე მექნება კ30 ის ბედნიერება :)

  • Barca unlocked this topic

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.