Jump to content

Recommended Posts

Posted

Intel-ის ინიციატივა Thunderbolt ინტერფეისის ეკოსისტემის გაფართოების შესახებ, სულ უფრო პოპულარული ხდება. რასაკვირველია, ამას ხელს უწყობენ სისტემური დაფების მწარმოებლებიც, რომლებიც თავიანთ მაღალი კლასის პროდუქტებზე ანთავსებენ შესაბამის კონტროლერებს. ამჯერად, ASUS-მა წარმოადგინა LGA 1155 სოკეტით აღჭურვილი და აღნიშნული პორტის მქონე გადაწყვეტილებები.

asus_p8z77-v_premium_01.jpg

მოდელი P8Z77-V Premium გახლავთ კომპანიის ფლაგმანი - Intel Z77-ზე დაფუძნებულ ნაწარმებს შორის. მას გააჩნია ოთხი PCI Express x16, ორი PCI Express x1 სლოტი, რვა SATA, წყვილი LAN-გასასვლელი, Wi-Fi ადაპტერი და mSATA - 'კეშირებად' მყარი დისკის ჩასართავად (კომპლექტშია 32 გბ-იანი მოდელი).

asus-p8z77-v_pro-thunderbolt_01.jpg

asus_z77_thunderbolt_01.jpg

P8Z77-V PRO/Thunderbolt - P8Z77-V PRO-ს მოდიფიცირებული ვარიანტია - შეტანა-გამოტანის პანელზე განლაგებულ პორტების სხვაგვარი განლაგებით. ორივე მათგანისთვის დამახასიათებელია მხარდაჭერილი საფირმო ტექნოლოგიების ფართო ასორტიმენტი.

ჯერჯერობით არაფერია ცნობილი პროდუქტების ღირებულებასა და გამოსვლის თარიღის შესახებ.

  • Upvote 7
Posted

დიდი არაფერი

:D

Posted

ეს მართლა მაგარი რამეა, მაგრამ 4 ვიდეოს სლოტი რად უნდა?

Posted

ეს მართლა მაგარი რამეა, მაგრამ 4 ვიდეოს სლოტი რად უნდა?

quad sli rat endomeba :)
Posted

ხო მარა x4 ებში ხო არ იმუშავებენ რა აზრი აქვს ყველა ვიდეო თუ დალიმიტებული იქნება.

Posted

ხო მარა x4 ებში ხო არ იმუშავებენ რა აზრი აქვს ყველა ვიდეო თუ დალიმიტებული იქნება.

x8ზე იმუშავებს.ოფიციალურზე ესე წერია აღწერაში.

4 x PCIe 3.0/2.0 x16 (dual x16 or x16, x8, x8 or quad x8)

Posted

მაზერი შეიძლება მაგრამ ivy-ს პროცესორებს არ აქ მაგის მხარდაჭერა მხოლოდ ასეთი რეჟიმები აქვს 1 x16, 2 x8, 1 x8 და 2 x4 შეუძლია.

Posted

ეგ უკვე აღარ ვიცი. როგორც გავიგე შემდეგი თაობის პროცესორები სხვა სოკეტზე იქნებიანო და თუ ivy-ს არ აქვს მაგის მხარდაჭერა ვიღასთვის იწვალა ასუსმა? :xeli:

Posted

მაგიტო ვიკითხე რათ უნდათქო 4 ვიდეოს სლოტი. :) x4 უეჭველი დაალიმიტებს fermi-სა და kepleris კარტებს დაჟე 400 სერიასაც არ ეყოფა.

Posted

რაღაცაში იქნება საქმე. აბა გიჟები არიან ესე უაზროდ რო გამოუშვან რაღაცეები?

Posted

PCI-E 3.0-ის X4 გამტარობით ტოლია PCI-E 2.0-ის X8-ის, ასე რომ, თუ ადრე კარტას X8 ყოფნიდა, იგივე სიმძლავრის კარტას 3.0-ის X4-იც ეყოფა :)

Posted

460-ის ზევით არამგონია კარტებს ეყოთ x8. ისე სად შეიძლება მაგეების ნახვა აი გატესტილი რო ქონდეთ ვიდეოები x8 x4 რეჟიმებში?

Posted

http://www.anandtech.com/show/5458/the-radeon-hd-7970-reprise-pcie-bandwidth-overclocking-and-msaa

http://www.tomshardware.com/reviews/amd-crossfire-nvidia-sli-multi-gpu,2678-5.html

Posted

da mainc ra aris es sander ragac

  • 2 weeks later...
Posted

რა არის ეს thunderbolt ტექნოლოგია თუ რაც არის ?

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.