მიშა Posted May 17, 2012 Posted May 17, 2012 ჩემმა მეორე საყვარელმა კომპანია Pentax-მა დააანონსა საწყისი დონის DSLR, რომელსაც ამ დონისთვის დღემდე "უცხო" თვისება - იზოლირებული კორპუსი ექნება. ახალ ქმნილებას, რომელსაც მწარმოებელი K-30-ს უწოდებს, Pentax K-5-ისგან ნასესხები 16 მეგაპიქსელიანი სენსორი ექნება, ჩაიწერს Full HD ვიდეოს, აღიჭურვება 3-დუიმიანი დისპლეით. კვების წყარო პენტაქსისთვის სტანდარტული 4 ცალი "AA" ტიპის ელემენტი იქნება, თუმცა შესაძლებელია სპეციალური აკუმულატორის მოხმარებაც. ფოტოკამერის სრული ოფიციალური წარდგენა მომდევნო კვირას შედგება. კიტ ლინზით აღჭურვილი K-30-ის სავარაუდო ფასი 900 აშშ დოლარი იქნება (რაც საკმაოდ ძვირია საწყისი დონის სარკიანისთვის). ინფორმაციის წყარო: http://www.pentaxforums.com/news/pentax-k30-new-intro-level-dslr.html 1 Quote
T a S o T T i Posted May 17, 2012 Posted May 17, 2012 miSasgan Semiyvarda am kompaniis produqcia 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.