X-treme user Posted May 14, 2012 Posted May 14, 2012 გუშინ ცნობილი გახდა, რომ კომპანია Zotac არ შემოიფარგლება მხოლოდ GeForce GTX 670 AMP! Edition-ის გამოშვებით და აგრეთვე მომხმარებლებს შესთავაზებს Geforce GTX 670 Extreme-საც, ისეთ ტრადიციულ, საინტერესო ბონუსებით, როგორებიცაა: გაძლიერებული კვების ქვესისტემა, მასიური ზომის ქულერი, გაზრდილი სიხშირეები და სამომავლო აჩქარების გასამარტივებელი სხვადასხვა მოწყობილობები. ბარათი აღჭურვილი იქნება 2 გბ ვიდეომეხსიერებით, DVI (2), HDMI და DisplayPort-ით, წყვილ SLI-გასასვლელით, PCI-E Power (6+8)-pin კონექტორებით და 3-5 სპილენძის ნიკელირებულ სითბური მილაკით, ორ ~92 მმ ფენით და რამდენიმე ათეულ ალუმინის ფირფიტით. დამატებითი გამაგრილებელი საშუალება განთავსებულია კვების ელემენტებსა და GDDR5-ჩიპებზე. GPU-ს ნომინალური სიხშირე შეადგენს 1100 მჰზ-ს (+20%), მეხსიერების - 6600-ს (+10%). Turbo Boost რეჟიმში კი, ის ავტომატურად ჩქარდება 1200 მჰზ-მდე. გარდა ამისა, პროდუქტს გააჩნია (8+3) კვების ფაზა, ხოლო ბეჭდურ დაფაზე აგრეთვე თავმოყრილია DrMOS-ელემენტები, CHiL CHL8318 კონტროლერი, ტანტალისა და პოლიმერული კონდენსატორები. უკანა მხარეს ადგილი ერგო 'OC+' ნიშნულის მქონე mini-USB პორტს, რომელთანაც, სურვილისამებრ შესაძლებელია კომპაქტური გაჯეტის მიერთება, რომელიც მოახდენს ძაბვის, ბირთვისა და მეხსიერების აჩქარების რეგულირებას. Geforce GTX 670 Extreme-ის ღირებულება ახლოს იქნება GeForce GTX 680-ის რეფერენსულ მოდელთან. http://overclockers.ua 7 Quote
zV1 Posted May 14, 2012 Posted May 14, 2012 ძვირი არაა? არა,თან დარაზგონებულია და პერფორმანსით დაჟე აჯობებს 680-ს. Quote
Barca Posted May 14, 2012 Posted May 14, 2012 680 ს შეიძლება ვერ აჯობოს ,მაგრამ მხეცი რამე კი იქნება ,დიზიანიც მაგარი აქვს Quote
mishka3339 Posted May 14, 2012 Posted May 14, 2012 მართლა მხეცი კარტაა, საღოლ ზოტაკს მაგრა მომეწონა :spiteful: Quote
Gadget Posted May 14, 2012 Posted May 14, 2012 სტანდარტულ ვერსიასთან შედარებით ცოტა გრძელიცაა არა ? :hmm: Quote
Barca Posted May 14, 2012 Posted May 14, 2012 რას ერჩით საერთოდ ამ ვიდეო ბარათის გინდ სატადარტულის გინდ არასტადარტულის ზომებს ? გრძელ ვიდეო ბარათებზე ამბობს ხალხი რამსიგრძეაო ,ამაზე რა მოკლეა არადა მაგარი კომპაქტურია და ქეისშიც კარგად ჩავა დიდი ქეისი რომ არ დაგჭორდეს Quote
მათე Posted May 14, 2012 Posted May 14, 2012 აი ამიტო მევასება ყველაზე მეტად ზოტაკი და evga ნუ ეს უკანასკნელი აქ არაფერ შუაშია, მაგრამ მაინც მევასება. Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.