Jump to content

Recommended Posts

Posted

გუშინ ცნობილი გახდა, რომ კომპანია Zotac არ შემოიფარგლება მხოლოდ GeForce GTX 670 AMP! Edition-ის გამოშვებით და აგრეთვე მომხმარებლებს შესთავაზებს Geforce GTX 670 Extreme-საც, ისეთ ტრადიციულ, საინტერესო ბონუსებით, როგორებიცაა: გაძლიერებული კვების ქვესისტემა, მასიური ზომის ქულერი, გაზრდილი სიხშირეები და სამომავლო აჩქარების გასამარტივებელი სხვადასხვა მოწყობილობები.

109248-zotac-670-xt-1.jpg

ბარათი აღჭურვილი იქნება 2 გბ ვიდეომეხსიერებით, DVI (2), HDMI და DisplayPort-ით, წყვილ SLI-გასასვლელით, PCI-E Power (6+8)-pin კონექტორებით და 3-5 სპილენძის ნიკელირებულ სითბური მილაკით, ორ ~92 მმ ფენით და რამდენიმე ათეულ ალუმინის ფირფიტით. დამატებითი გამაგრილებელი საშუალება განთავსებულია კვების ელემენტებსა და GDDR5-ჩიპებზე.

109248-zotac-670-xt-2.jpg

GPU-ს ნომინალური სიხშირე შეადგენს 1100 მჰზ-ს (+20%), მეხსიერების - 6600-ს (+10%). Turbo Boost რეჟიმში კი, ის ავტომატურად ჩქარდება 1200 მჰზ-მდე. გარდა ამისა, პროდუქტს გააჩნია (8+3) კვების ფაზა, ხოლო ბეჭდურ დაფაზე აგრეთვე თავმოყრილია DrMOS-ელემენტები, CHiL CHL8318 კონტროლერი, ტანტალისა და პოლიმერული კონდენსატორები.

109248-zotac-670-xt-3.jpg

უკანა მხარეს ადგილი ერგო 'OC+' ნიშნულის მქონე mini-USB პორტს, რომელთანაც, სურვილისამებრ შესაძლებელია კომპაქტური გაჯეტის მიერთება, რომელიც მოახდენს ძაბვის, ბირთვისა და მეხსიერების აჩქარების რეგულირებას.

Geforce GTX 670 Extreme-ის ღირებულება ახლოს იქნება GeForce GTX 680-ის რეფერენსულ მოდელთან.

  • Upvote 7
Posted

ძვირი არაა?

არა,თან დარაზგონებულია და პერფორმანსით დაჟე აჯობებს 680-ს.

Posted

680 ს შეიძლება ვერ აჯობოს ,მაგრამ მხეცი რამე კი იქნება ,დიზიანიც მაგარი აქვს

Posted

მართლა მხეცი კარტაა, საღოლ ზოტაკს მაგრა მომეწონა :spiteful:

Posted

სტანდარტულ ვერსიასთან შედარებით ცოტა გრძელიცაა არა ? :hmm:

Posted

რას ერჩით საერთოდ ამ ვიდეო ბარათის გინდ სატადარტულის გინდ არასტადარტულის ზომებს ? :D

გრძელ ვიდეო ბარათებზე ამბობს ხალხი რამსიგრძეაო ,ამაზე რა მოკლეა :D არადა მაგარი კომპაქტურია და ქეისშიც კარგად ჩავა დიდი ქეისი რომ არ დაგჭორდეს

Posted

აი ამიტო მევასება ყველაზე მეტად ზოტაკი და evga ნუ ეს უკანასკნელი აქ არაფერ შუაშია, მაგრამ მაინც მევასება.

  • 10 years later...
Posted

გავიხსენოთ ძველი კლასიკა :D

 

 

 

  • Upvote 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.