Jump to content

Recommended Posts

Posted

გამოჩნდა Radeon HD 7950 ვიდეობარათის უჩვეულო ვერსია A795 Fire Hurricane, რომელიც VGA-BIOS-ის არცთუ ისე რთული მანიპულაციების საშუალებით, იქცევა სრულფასოვან Radeon HD 7970-ად. მისი დონის მისაღწევად კი, აღნიშნულ პროდუქტს არ ჰყოფნის ოთხი გამორთული GCN Compute Unit (256 შეიდერი, 16 TMU) და რამდენიმე ათეული მეგაჰერცი. თუმცა, მისთვის ეს სირთულეს არ წარმოადგენს, თუ გავითვალისწინებთ Cooper Bussmann დროსელებსა და DirectFET კორპუსში მოთავსებულ ტრანზისტორების მქონე, (5+1)-არხიანი კვების ქვესისტემის არსებობას.

f25d611e85dd32485121aaf2b348d876.jpg

ზემოაღნიშნული პროცედურის განხორციელება, როგორც მოგახსენეთ, მარტივია. სურვილის შემთხვევაში, ისედაც აჩქარებულ A795 Fire Hurricane-ისთვის პრობლემას არ წარმოადგენს მიაღწიოს უფროსი თანამოძმის დონეს, რისთვისაც საკმარისია მხოლოდ 880/5000-ის შეცვლა 925/5500მჰზ-ად - ბირთვსა და მეხსიერებისთვის შესაბამისად. Windows-ში, 3D-ტესტებში, შესაძლებელია 1125/6300 მჰზ და უფრო მაღალი მაჩვენებლების 'გამოწურვა', რაც საკმაოდ ღირსეუულად გამოიყურება.

1a7e34fdc2ece47e8d908b58412eaf65.jpg

62ea2dc1960511137d85ee74302777dd.jpg

დასანანი მხოლოდ ის არის, რომ ასეთი ბარათები მხოლოდ ჩინური ბაზრისთვის არის ხელმისაწვდომი. თუ Nvidia მაინც მოახერხებს GeForce GTX 680 და GTX 670-ების მასიური წარმოების მოგვარებას, მაშინ არ არის გამორიცხული, AMD დაუბრუნდეს დროით გამოცდილ, მარკეტინგულ სვლას - განბლოკვის შესახებ.

e67b42a27b7b091ec6da2b885c01612c.jpg

ef2bbf871b58985a6a7c036fd455fdc1.jpg

  • Upvote 4
Posted

და ფასი რა ექნება ? ალბათ უფრო იაფი იქნება 7970 ზე და რაიმე პრობლემა არ ექნება მერე ტემპერატურასთან და სხვა რამესთან ?

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.