X-treme user Posted May 11, 2012 Posted May 11, 2012 ტოკიოში გამართულ პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა ახალი დეტალები - კომპანია Gigabyte-ის ინჟინრების დაუცხრომელი ფანტაზიის ნაყოფ GeForce GTX 680 Super Overclock WindForce 5X ვიდეობარათის შესახებ, რომლის ოფიციალური პრემიერაც შეგახსენებთ, რომ ივლისის თვეშია დაგეგმილი. პირველ რიგში, გაოცებას იწვევს აღნიშნული მოდელის განცხადებული ღირებულება - 70 ათასი იაპონური იენი, რაც დაახლოებით 878,5$-ის ეკვივალენტია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ პროდუქტს წარმატების გაცილებით მეტი შანსი ექნება, თუ ეს ნიშნული სხვა ქვეყნებში 650—700$-ის ფარგლებში იმერყევებს. 5-სლოტიანი Gigabyte GTX 680 SOC-ის ნომინალური სიხშირეები გაუტოლდება 1137(1202)/6400 მჰზ-ს, ხოლო ვიდეომეხსიერების ოდენობა 2 გბ-ია. კომპანიის წარმომადგენლებმა შეძლეს ბარათის აჩქარება ჩიპზე 1241 მჰზ-მდე, ამასთან, ბირთვის ტემპერატურა ამ რეჟიმში არ აჭარბებდა 55-60°C-ს, 40 მმ-იანი ხუთი ფენი კი, მუშაობდა 4000 ბრ/წთ-ზე მაღალ სიჩქარეებზე. ოვერქლოქინგის საუკეთესო შედეგების მიღწევისთვის, ადგილზეა 8-არხიანი კვების ქვესისტემა და პოლიმერული კონდენსატორები NEC-Tokin. გარდა ამისა, ბეჭდურ დაფაზე განთავსებულია ღილაკი X, რომელიც სავარაუდოდ ამ მიზნისთვის არის განკუთვნილი. ქულერი მასიურია როგორც ზომაში, ასევე წონაშიც. მომდევნო ფოტოსურათზე გარკვევით ჩანს, თუ რაოდენ ძლიერ არის დახრილი PCB მარჯვენა მხარეს, ასე, რომ კარგი საყრდენი აქ ზედმეტი ნამდვილად არ იქნება. http://overclockers.ua 7 Quote
zV1 Posted May 11, 2012 Posted May 11, 2012 dafuq is that.ვის დასჭირდება 5 ფანი,აიღე წყალი რა უფრო კარგად გააგრილებს და ჩუმიცააა. მადლობა ნიუსისთვის Quote
Barca Posted May 11, 2012 Posted May 11, 2012 მაგარი სიმახინჯეა ,მაგრამ OC ისთვის კარგია ხელნაკეთს ჰგავს :D Quote
მიშო Posted May 11, 2012 Posted May 11, 2012 ამ ბოლო დროს ფანტაზია გამოელიათ ეტყობა მწარმოებლებს,ასეთი სიმახინჯის გამოშვება რატო უნდა მოგივიდეს აზრად? :facepalm: Quote
G1ORG1 Posted May 11, 2012 Posted May 11, 2012 გამოშტერდა გიგაბაიტი? თუ დასირდა, რა არის ეს ადრე რა კარგ SOC კარტებს უშვებდა, მოგეწონებოდა რომ შეხედავდი. Quote
mishka3339 Posted May 11, 2012 Posted May 11, 2012 მაგარ ცუდ ვიდზეა მართლა, რო მქონდეს მარტო ვიდის გულისთვის გავყიდიდი, არადა სხვა ბრენდებმა მშვენიერი მოდელები გამოუშვეს :facepalm: Quote
Fatal Fighter Posted May 11, 2012 Posted May 11, 2012 Gigabyte GeForce GTX 680 SOC superoverCOCKED :givi: 1 Quote
AVENGER Posted May 11, 2012 Posted May 11, 2012 დაეყენებინათ წინიდან, 2 დიდი ფანი ან 3, რას მაიმუნობდნენ, შედეგიც უკეთესი იქნებოდა და ხმაურიც ნაკლები :facepalm: Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.