Jump to content

Recommended Posts

Posted

ტოკიოში გამართულ პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა ახალი დეტალები - კომპანია Gigabyte-ის ინჟინრების დაუცხრომელი ფანტაზიის ნაყოფ GeForce GTX 680 Super Overclock WindForce 5X ვიდეობარათის შესახებ, რომლის ოფიციალური პრემიერაც შეგახსენებთ, რომ ივლისის თვეშია დაგეგმილი.

29741019584c0e6d6bee9b5d4e048ad7.jpg

პირველ რიგში, გაოცებას იწვევს აღნიშნული მოდელის განცხადებული ღირებულება - 70 ათასი იაპონური იენი, რაც დაახლოებით 878,5$-ის ეკვივალენტია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ პროდუქტს წარმატების გაცილებით მეტი შანსი ექნება, თუ ეს ნიშნული სხვა ქვეყნებში 650—700$-ის ფარგლებში იმერყევებს.

7b98a785b2ba8ddbacf9b986d1430400.jpg

5-სლოტიანი Gigabyte GTX 680 SOC-ის ნომინალური სიხშირეები გაუტოლდება 1137(1202)/6400 მჰზ-ს, ხოლო ვიდეომეხსიერების ოდენობა 2 გბ-ია. კომპანიის წარმომადგენლებმა შეძლეს ბარათის აჩქარება ჩიპზე 1241 მჰზ-მდე, ამასთან, ბირთვის ტემპერატურა ამ რეჟიმში არ აჭარბებდა 55-60°C-ს, 40 მმ-იანი ხუთი ფენი კი, მუშაობდა 4000 ბრ/წთ-ზე მაღალ სიჩქარეებზე.

a6dc30bd1943e2510c84ae625e675f7c.jpg

c41920e12f350581424f34c2c6e46827.jpg

ოვერქლოქინგის საუკეთესო შედეგების მიღწევისთვის, ადგილზეა 8-არხიანი კვების ქვესისტემა და პოლიმერული კონდენსატორები NEC-Tokin. გარდა ამისა, ბეჭდურ დაფაზე განთავსებულია ღილაკი X, რომელიც სავარაუდოდ ამ მიზნისთვის არის განკუთვნილი.

a0f24251a56c6b7ab6ae50043717aa71.jpg

ქულერი მასიურია როგორც ზომაში, ასევე წონაშიც. მომდევნო ფოტოსურათზე გარკვევით ჩანს, თუ რაოდენ ძლიერ არის დახრილი PCB მარჯვენა მხარეს, ასე, რომ კარგი საყრდენი აქ ზედმეტი ნამდვილად არ იქნება.

  • Upvote 7
Posted

dafuq is that.ვის დასჭირდება 5 ფანი,აიღე წყალი რა უფრო კარგად გააგრილებს და ჩუმიცააა.

მადლობა ნიუსისთვის

Posted

მაგარი სიმახინჯეა ,მაგრამ OC ისთვის კარგია

ხელნაკეთს ჰგავს :D

Posted

ამ ბოლო დროს ფანტაზია გამოელიათ ეტყობა მწარმოებლებს,ასეთი სიმახინჯის გამოშვება რატო უნდა მოგივიდეს აზრად? :facepalm:

Posted

Monstrocity :D

Posted

გამოშტერდა გიგაბაიტი? თუ დასირდა, რა არის ეს :facepalm: ადრე რა კარგ SOC კარტებს უშვებდა, მოგეწონებოდა რომ შეხედავდი.

Posted

კრეისერ @_@

Posted

მაგარ ცუდ ვიდზეა მართლა, რო მქონდეს მარტო ვიდის გულისთვის გავყიდიდი, არადა სხვა ბრენდებმა მშვენიერი მოდელები გამოუშვეს :facepalm:

Posted

Gigabyte GeForce GTX 680 SOC

superoverCOCKED :givi:

  • Upvote 1
Posted

დაეყენებინათ წინიდან, 2 დიდი ფანი ან 3, რას მაიმუნობდნენ, შედეგიც უკეთესი იქნებოდა და ხმაურიც ნაკლები :facepalm:

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.