სოსო Posted May 9, 2012 Posted May 9, 2012 DisplayLink-ის ერთ ერთ პროდუქტს DL-3900-ს, როგორც იქნა მოეძებნა გამოყენების სფერო Fujitsu-ს მოწყობილობაში USB 3.0 Port Replicator PR08. მოწყობილობა USB 3.0 პორტით პერსონალურ კომპიუტერზე მონიტორის მიერთების საშუალებას გვაძლევს. როგორც იუწყებიან PR08 პირველი ასეთი ტიპის მოწყობილობაა რომელსაც აქვს სრული 2560 X 1600 გაფართოების მხარდაჭერა. რეპლიკატორი უერთდება კომპიუტერს USB 3.0 საშუალებით და მას აქვს Gigabit Ethernet-ის, ხმის 6 არხიანი სისტემის, ორი USB 2.0-ის და ორიც USB 3.0 პორტის გამოსავალი, ასევე DVI პორტი (კოპლექტში შედი DVI-to-VGA გადამყვანიც) და DisplayPort. მოწყობილობას ესაჭიროება დამატებითი კვება (კომპლექტში არის ადაპტერი) და გათვლილია სამაგიდო და მობილური კომპიუტერებისთვის. ფასი ჯერჯერობით უცნობია. Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.