Jump to content

Recommended Posts

Posted

ერთ-ერთ იაპონურ ვებ-რესურსზე გამოქვეყნდა ცნობები GK104-ზე დაფუძნებულ, Zotac-ის ორ ახალ ვიდეობარათის შესახებ. პირველი მათგანი გახლავთ GeForce GTX 680 4GB, რომელიც იმეორებს რეფერენსულ დიზაინს და ფუნქციონირებს 1008/6008 მჰზ-ზე (GPU Boost-ის შემთხვევაში - 1058 მჰზ). მისი მთავარი თავისებურება არის მეხსიერების გაორმაგებული მოცულობა, რომელიც განთავსებულია ბეჭდური დაფის მეორე მხარეს.

298715c81059305e2c0e0b97a7570fb5.jpg

GeForce GTX 680 AMP! Edition კი, აღჭურვილია მასიური ზომის, სამსლოტიანი ქულერით, რომელიც შედგება სპილენძის ოთხ ცალ სითბური მილაკისგან, ალუმინის რადიატორების ფირფიტებისგან და წყვილ 90 მმ-იან ფენისგან. ვიდეოგასასვლელების ნაკრები სტანდარტულია და მოიცავს DVI-I, DVI-D, HDMI, DisplayPort-ს. ამ მოდელის სიხშირეები გაზრდილია და შეადგენს 1110(1176)/6608 მჰზ-ს. გარდა ამისა, ის აგრეთვე დაკომპლექტებულია Assassin's Creed სერიის თამაშების ლიცენზიური გასაღებებით და კუპონით - TrackMania 2 Canyon-ის 3-დღიან სარგებლობაზე. GDDR5-ის ოდენობა 2 გბ-ია.

61fef1bc5a0859704cba84a4c2e54821.jpg

61c03a03ac13d8e7a905b2e516dc4b2a.jpg

პროდუქტების შემადგენლობაში შესულია 1536 ნაკადური პროცესორი, 128 ტექსტურული და 32 რასტერიზაციის ბლოკი, 256-ბიტიანი ინტერფეისი. PCB-ს სიგრძე კი - 254 მმ-ია. ამომავალი მზის ქვეყანაში, ორივე მათგანის ღირებულება იქნება 60 ათასი იენი, რაც დაახლოებით 750$-ის ტოლია. აშშ-ში, ეს ნიშნულები სავარაუდოდ 600$-ის ფარგლებში იმერყევებს.

  • Upvote 3
Posted

ნორმ. ფასია მაგათთვის.

მადლობა სიახლისთვის:D

Posted

როგორც ყოველთვის AMP ვერსია ძალიან კარგია

Posted

ვაა ვაა, რა ვიდზეა ცუნცულა :spiteful:

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.