Jump to content

Recommended Posts

Posted

უახლოეს დროში, კომპანია Zotac ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნებს ინფორმაციას თავის ახალ ვიდეობარათ GeForce GTX 690-ის შესახებ. ხოლო იმ პირობებში, რომ ორ GK104 გრაფიკულ ბირთვზე დაფუძნებული ყველა ეტალონური მოდელი ერთმანეთისგან არ გამოირჩევა (ეტიკეტებითაც კი), გადამწყვეტ როლს თამაშობს ბრენდის ავტორიტეტი და პროდუქტის კომპლექტაცია.

12ab172dac982bc7e97747f6d30fd4fe.jpg

ჰონგ-კონგურმა მწარმოებელმა გადაწყვიტა Assassin's Creed სერიის მოყვარულების გულის მოგება და ყუთში მოათავსა ლიცენზირებული გასაღებები - პირველ, მეორე და აგრეთვე, შედარებით ახალ, მესამე ნაწილისთვისაც (2008, 2009, 2011). მათი გააქტიურება შესაძლებელი იქნება ვებ-სერვის Steam-ის მეშვეობით.

ebfda96278d2acd8aab7cdd9ef0b666e.jpg

როგორც უკვე იცით, Nvidia-ს ეს გადაწყვეტილება აღჭურვილია 2x1536 CUDA-ბირთვით, ორ 256-ბიტიანი ინტერფეისით და 6 გჰზ-ზე მომუშავე, 2x2 გბ GDDR5 ვიდეომეხსიერებით. GPU მეტად სავარაუდოდ, აჩქარებული არ იქნება. ამ კომპონენტის რეკომენდებული მაჩვენებელი, შეგახსენებთ, რომ შეადგენს 915 მჰზ-ს (1019 მჰზ - ტურბო-რეჟიმში).

  • Upvote 4
Posted

ხო ეს ბონუსი მოყვება ხოლმე სხვა მოდელებსაც ,ისე ამის გამო ბევრი იყიდის Zotac ის ამ სტადარტულ ვიდეო ბარათს ,სხვებზე უკეთესი ბონუსით მაინც არის :D

Posted

ცოტატი ახალი თამაშები რო ყოფილიყო უკეთესი იქნებოდა

Posted

არა Zotac მა სულ ასე იცის ხოლმე ასასინების ლიცენზურებულ კუპონს აყოლებს

მაგალითად თუ არ ვცდები Colorful თავის ერთ-ერთ სერიაში Dirt ის თამასებს აყოლებს ხოლმე

Posted

არაა ეს არასტადარტული მოდელი ,როგორც წესი 2 ბითვიანები არასტადარტული სახით არ გამოდის ხშირად ,ამიტომ არაა გასაკვირი არც გამოუშვან კუსტომირებული ვერსიები ისე როგორც GTX 590 ზე

Posted

ეს მოდელი აშკარად არაა გათვლილი ქართველ მომხმარებელზე :D

Posted

არც დაგაიონტერესდათ ჩემი რევიუ ამ ვიდეო ბარათზე :D მხეცი ძალა აქვს და ფასიც შესაბამისი :D

Posted

ვააა ბონუსი? და რა ეღირება 1099$ :facepalm:

  • Upvote 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.