Jump to content

Recommended Posts

Posted

ერთი Kingston და მეორე Super Talent მაქვს ოპერატიული, DUAL Chanel -ში მუშაობს.

ორივე 2 გიგაბაიტიანია, 1333 სიხშირეზეა და ტაიმინგებიც ერთნაირია, ( დარაზგონებულია 1371 MHZ )

და მაინც ორი ერთნაირი ფირმის რომ ყოფილიყო ჯობდა ? თუ აღარ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში?

და კიდე რა მაინტერესებს, pagefile როგორც წესი (3.25 GB)RAM -ზე 1.5 მეტი დავტოვო თუ საერთოდ გაუთიშო ჯობია?

Posted

მეც ეგრე მაქვს. ერთი კინგსტონი, მეორე სუპერ ტალანტი 1333, ოღონდ 4-იანები. მეც მაინტერესებს ეგ. ერთი ფირმის რო ყოფილიყო თუ ჯობდა მაინც?

Posted

საერთოდ მწარმოებლები რეკომენდაციებს იძლევიან რომ ერთი მწარმოებლის კიტი გამოვიყენოთ ამ შემთხვევებში, ეს იმიტომ რომ ზოგიერთი სხვადასხვა ფირმის ოპერები ვერ ეწყობიან ერთმანეთს და შეიძლება სისტემა საერთოდ არ დაიბუთოს ან დაიბუთოს მაგრამ სისტემაში გაურკვევლობა იყოს ტაიმინგების, ვოლტაჟების, ორ არხიანი არქიტექტურის და სიხშირეების, სწორედ ამიტომ გვირჩევენ მწარმოებლები კიტის გამოყენებას. მაგრამ თუ გაქვთ ორი სხვადასხვა ფირმის ოპერა და უპრობლემოდ ეწყობიან ერთმანეთს მაგას რა ჯობია? მაშინ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თუ ტაიმინგებიც ნორმაშია ვოლტაჟიც და სიხშირეებიც, მითუმეტეს ამბობ დუალში მუშაობენო. CPU-z-ს სქრინები რომ დადო მემორი და SPD ტაბების კარგი იქნება. ოღონდ SPD-ში ორივე მოდულის სქრინი ანუ ჩამოშალე რა გვერდზე.

Posted

აი ესენია:

8172736.jpg

8172741.jpg

8172744.jpg

და კიდე რა მაინტერესებს, pagefile როგორც წესი (3.25 GB) RAM -ზე 1.5 -ჯერ მეტი დავტოვო თუ საერთოდ გაუთიშო ჯობია?

და ამ კითხვაზე რას მეტყოდით ?

Posted

არა, არ გათიშო, დარჩენილ რამზე (700მბ) გააკეთე RAMDISK და იქ გადაიტანე Pagefile მთელ მოცულობაზე

არის მაგის გაკეთების ტუტორიალი ინსტრუქციების განყოფილებაში და მთელ 4 გბს გამოიყენებ

Posted

არააქ მნიშვნელობა მონაცემები თუ ერთია. ძმაკაცს უყენია super talent და crucial ორივე 1333-იანი 9-9-9-24 ტაიმინგით და 1.5 v და მშვენივრად მუშაობს დუალში

Posted

არა, არ გათიშო, დარჩენილ რამზე (700მბ) გააკეთე RAMDISK და იქ გადაიტანე Pagefile მთელ მოცულობაზე

არის მაგის გაკეთების ტუტორიალი ინსტრუქციების განყოფილებაში და მთელ 4 გბს გამოიყენებ

ასე დავაყენე და რაიმეს შეცვლა საჭიროა ?

8177267.jpg

ისე, ვთქვათ და გათიშვა დამჭირდა, და R დისკის ისევ გაქრობა მაშინ, ეს როგორ უნდა ვქნა ?

Posted

ცუდად დაგიყენებია ძალიან, C დისკზე გაუთიშე პეიჯინგ ფაილი საერთოდ

(არ არის მეხსიერების ფაილი ფუნქცია)

თორემ პირველ რიგში მაგას გამოიყენებს და აზრი ეკარგება რამდისკს

თუკი გაუთიშავ R:-ს, მაშინ D დისკზე ჩართე პეიჯ ფაილი, ისიც 1 გბ მაქსიმუმი

Posted

ცუდად დაგიყენებია ძალიან, C დისკზე გაუთიშე პეიჯინგ ფაილი საერთოდ

(არ არის მეხსიერების ფაილი ფუნქცია)

თორემ პირველ რიგში მაგას გამოიყენებს და აზრი ეკარგება რამდისკს

თუკი გაუთიშავ R:-ს, მაშინ D დისკზე ჩართე პეიჯ ფაილი, ისიც 1 გბ მაქსიმუმი

87724523911748019323.jpg

აი ახლა ასე დავაყენე, კაია მგონი ხო ?

ოღონდ დანარჩენი 35 მბ სად წავიდა არ ვიცი. :D

მეხსიერების სრული ზომა ყველა დისკწამყვანისთვის 4061 მბ .

762 მბ -ზე მეტი მნიშვნელობა არ ჩამაწერინა და ასე დავტოვე.

ასე მიწერს მართვის პანელში რომ ვნახულობ.

ჰო მართლა, დისკის მონაცემებს რომ ვნახულობ, FAT32 არისო მიწერს და დავტოვო ასე,

თუ NTFS -ში მივაფორმატო, უფრო სწრაფი რომ იყოს ?

Posted

კიდევ არასწორადაა

C დისკზე როგორც გითხარი საერთოდ უნდა გააუქმო "არ არის მეხსიერების ფაილი" აირჩიე და არა სისტემის მიერ მართული ზომა, მაგიტომაცაა მაგხელა სრული ზომა მეხსიერების:

220857b43781.png

RAMDisk-ს რაც შეეხება, მგონი იმ პროგს აქვს NTFS-ში რომ გააკეთოს დისკი მაგის საშუალება, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში არანაირი გავლენა არ ექნება, პირიქით მცირე ზომის დისკებზე და ცოტა ფაილების დროს (აქ 762მბ-იანი დისკია და ერთი Pagefily.sys) FAT32 უფრო სწრაფია, თან კიდევ RAMDISK-ია და ფაილურ სისტემას დიდი მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში

  • Upvote 1
Posted

gio_kiborg

მადლობა ასე დაწვრილებით ახსნისთვის.

:thumbsup:

Posted

ბარემ აქ დავწერ, ოპერების გასატესტი პროგი მითხარით რა :)

Posted

ბარემ აქ დავწერ, ოპერების გასატესტი პროგი მითხარით რა :)

memtest 86+

Posted

კარგი, დავხურავ თემას თუ აღარაა პრობლემები

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.