X-treme user Posted April 27, 2012 Posted April 27, 2012 ვიდეობარათების მწარმოებლები აგრძელებენ გრაფიკულ პროცესორ GK104-ზე დაფუძნებულ, არარეფერენსული დიზაინის მქონე GeForce GTX 680-ების გამოშვებას. საკუთარი ვერსია თავის მხრივ, წარმოადგინა კომპანია Galaxy-მაც და როგორც იტყობინებიან, ის არის პირველი არაეტალონური მოდელი, რომლის კონსტრუქციაც მოწონებულ იქნა NVIDIA-ს მიერ. პროდუქტის სახელწოდებაა Galaxy GeForce GTX 680 GC 2 GB და ის გამოირჩევა ხუთი სითბური მილაკის, რადიატორისა და ორი ფენისგან შემდგარ ორსლოტიანი გაგრილების სისტემით (პარამეტრები ჯერჯერობით არ ზუსტდება). ნაწარმი ქარხნულად აჩქარებულია: GPU-ს ბაზური სიხშირე გაზრდილია 1100 მჰზ-მდე (Turbo-რეჟიმისთვის კი, ამ ნიშნულად სახელდება 1176 მჰზ), მეხსიერების ოდენობა კვლავინდებურად 2 გბ-ია, ისევე, როგორც მისი მაჩვენებელი - 6008 მჰზ. კვება ხორციელდება 6 და 8-პინიანი გასასვლელების მეშვეობით, ხოლო გამოსახულების გამოტანისთვის ადგილზეა DVI, HDMI და DisplayPort 1.2. ბარათის შეკვეთა უკვე შესაძლებელია მსხვილ ინტერნეტ-მაღაზიებში, საორიენტაციო ფასად 535$. Overclockers.ru 3 Quote
სოსო Posted April 27, 2012 Posted April 27, 2012 Turbo-რეჟიმისთვის კი, ამ ნიშნულად სახელდება 1176 მჰზ ოჰო? საღოლ Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.