Jump to content

Recommended Posts

Posted

ინფორმაციულ წყაროს ცნობით, Dell-მა გადაწყვიტა შეწყვიტოს Alienware სერიის ყველაზე კომპაქტურ ნოუთბუქ M11x-ის წარმოება. მიზეზი ბანალურია: მან ვერ დააკმაყოფილა გეიმერების მოთხოვნილებები, ყველაზე მეტად კი, მათ არ მოეწონათ შემცირებული ზომის კლავიატურა და ოპტიკური წამყვანის არქონა.

f78a2546c7b58bae2bd06730a3cca644.jpg

შეგახსენებთ, რომ ამ მოდელის გაყიდვები დაიწყო 2010 წელს, ის აღჭურვილია 11,6 დუიმ-დიაგონალის მქონე ეკრანით, იწონის 2 კგ-ს და ამასთან, ის გამოირჩეოდა საკმაოდ მაღალი წარმადობის დონით. არსებობის მანძილზე, ის რამდენჯერმე იქნა განახლებული, თუმცა მისი ზომები და მასა პრაქტიკულად არ იცვლებოდა. თუმცა, კომპანიამ მაინც უარი განაცხადა მოწყობილობის შემდგომ გამოშვებაზე და აღნიშნულ ხაზში დატოვა მხოლოდ სამი მოდელი: M14x, M17x და M18x.

მიუხედავად ამ ფაქტისა, ნოუთბუქის შეძენა ჯერ კიდევ არის შესაძლებელი. ასე მაგალითად, ოფიციალურ საიტზე, Intel Core i3-2357M (1,3 გჰზ)-ით, 4 გბ ოპერატიული მეხსიერებით, 750 გბ მყარი დისკით და NVIDIA GeForece GT540M ვიდეობარათით დაკომპლექტებული ვერსია ხელმისაწვდომია 900$-ად.

  • Upvote 1
Posted

როგორც იქნა მიხვდნენ

საშინელი ნოუთბუქია , შორსაა ეს და გეიმინგი ერთამნეთისგან , უაზროდ ძვირია და მოუხერხებელი ფორმა/წონა აქვს

Posted

მიუხედავად ამ ფაქტისა, ნოუთბუქის შეძენა ჯერ კიდევ არის შესაძლებელი. ასე მაგალითად, ოფიციალურ საიტზე, Intel Core i3-2357M (1,3 გჰზ)-ით, 4 გბ ოპერატიული მეხსიერებით, 750 გბ მყარი დისკით და NVIDIA GeForece GT540M ვიდეობარათით დაკომპლექტებული ვერსია ხელმისაწვდომია 900$-ად.

ამ მონაცემებით ბევრ თამაშს ვერ ითამაშებ ეს ნოუთი საოფისე უფროა

900დოლარად ბევრად უკეტესის ყიდვა შეიძლება

Posted

როგორც იქნა მიხვდნენ

საშინელი ნოუთბუქია , შორსაა ეს და გეიმინგი ერთამნეთისგან , უაზროდ ძვირია და მოუხერხებელი ფორმა/წონა აქვს

+1

Posted

ხო როგორც წესი ამ სერიის ნოუთბუექბი უაზროდ ძვირია და ჰარდიც არ აქვს მაინც და მაინც გადასარევი ფასის და მიხედვით

Posted

11.6-ზე გეიმერული ნოუთბუკი? :huh:

თანაც კაი მდუღარე იქნებოდა მაგი

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.