Jump to content

Recommended Posts

Posted

მაისის თვეში, წესით უნდა შედგეს ვიდეობარათ MSI R7870 Hawk-ის რელიზი, რომელიც ძირითადად გათვლილია აჩქარების ენთუზიასტებზე, თუმცა გულგრილს არც სხვა მომხმარებელს დატოვებს. ის დამზადებულია ჩიპ Pitcairn XT-ის ბაზაზე (1280 შეიდერი, 256-ბიტიანი მეხსიერების ინტერფეისი) და გამოირჩევა ალტერნატიული კვების სისტემის შემადგენლობით, მასიური Twin Frozr IV ქულერით, გრაფიკული პროცესორის კვების სტაბილიზაციის მოდულ GPU Reactor-ით და გაზრდილი ქარხნული სიხშირეებით.

45d50016f0ef37b009db6bd8c2c0d0a7.jpg

MSI-ს ინჟინრებმა გაითვალისწინეს სპეციალური გამაძლიერებელი ფირფიტაც, რომელიც აბრკოლებს ბეჭდური დაფის გაღუნვას და უზრუნველყოფს პროდუქტის უკანა ზედაპირის გაგრილებას. გარდა ამისა, ადგილზეა ორი ცალი 6-პინიანი, ერთი CrossFire და ოთხი გასასვლელი მონიტორის ან LCD-ტელევიზორის ეკრანზე გამოსახულების გამოტანისთვის - DVI, HDMI, 2x Mini DisplayPort.

1aefcd7217be703012c3aaa4155e9b7c.jpg

eabe19d46bda43ff50130787ba0c3e1d.jpg

ორსლოტიანი ქულერი, თავის მხრივ, შედგება წყვილ 80 მმ-იან ფენისგან, სპილენძის ხუთ ნიკელირებულ სითბური მილაკისგან (ორი 8, სამი 6 მმ-იანი) და ალუმინის ფირფიტების მასივისგან. როგორც ჩანს, ხელმისაწვდომი იქნება ძაბვის საზომი კონტაქტები - Hawk სერიის სხვა დაფების მსგავსად. ბარათის ბირთვი აჩქარებული იქნება დაახლოებით 1050-1100 მჰზ ნიშნულამდე.

  • Upvote 6
Posted

დარჩა თაროებზე ბუდუ ბლიად :D

Posted

Twin Frozr IV რას ნიშნავს რა შეიცვალა?

Posted

ბევრი არაფერი ვიცით ჯერჯერობით, მაგრამ როგორც ჩანს, კიდევ უფრო დახვეწეს

  • 2 weeks later...
Posted

MSI Radeon HD 7870 HAWK review http://www.guru3d.com/article/msi-radeon-hd-7870-hawk-review/

  • 3 weeks later...
Posted

MSI Radeon HD 7870 TwinFrozr III OC review http://www.guru3d.com/article/msi-radeon-hd-7870-twinfrozr-iii-oc-review/

Posted

მსი ნუ როგორც ყოველთვის რულამს რა

  • Upvote 1
Posted

მსი ნუ როგორც ყოველთვის რულამს რა

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.