X-treme user Posted April 21, 2012 Posted April 21, 2012 ინფორმაციულ წყაროს ცნობით, ევროპაში დაიწყო წინასწარი შეკვეთების მიღება ვიდეობარათ KFA2 GeForce GTX 680 Hall of Fame (HOF)-ზე. კერძოდ კი, ის ხელმისაწვდომია ბრიტანულ საიტ Overclockers-ზე 530 ფუნტ-სტერლინგის ღირებულებით, რაც დაახლოებით 855$-ის ეკვივალენტია. ნაწარმი შესრულებულია ორიგინალურ, თეთრი ფერის ბეჭდურ დაფაზე და აღჭურვილია საფირმო გაგრილების სისტემით. კონფიგურაციაში შესულია ტაქტურ 1502 მჰზ-ზე მომუშავე (6008 ეფექტური) 2 გბ ვიდეომეხსიერება, 256-ბიტიანი ინტერფეისი, რეფერენსულ მოდელთან შედარებით, GPU-ს აჩქარებული (1202 მჰზ) სიხშირით, რომელიც ავტომატურად იზრდება 1267-მდე. ასეთ მაჩვენებლებზე სტაბილურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს Galaxy GX31 კონტროლერზე დაფუძნებული, მრავალფაზიანი (8 + 2 + 2) კვების ქვესისტემა - Rectifier DirectFET ტრანზისტორებისა და ტანტალის კონდენსატორებით. ქულერის კონსტრუქცია მოიცავს 90 მმ-იან ფენების ტრიოს, დიდი ზომის ალუმინის რადიატორს და რამდენიმე სითბურ მილაკს. GeForce GTX 680-სთვის, ცოტა არატიპიურია გასასვლელების ნაკრები: ერთი DisplayPort და სამი mini-HDMI. მიწოდებების დაწყების თარიღი 11 მაისია. IXBT, TechPowerUP! 4 Quote
Barca Posted April 21, 2012 Posted April 21, 2012 ძალიან მაგარი სერიაა ეს თუმცა ძვირია ევროპის ფასის მიხედვით ამაზონზე თუ ედება კარგი ფასი მაშინ მშვენიერია ამ მხრივაც Quote
მიშა Posted April 21, 2012 Posted April 21, 2012 KFA2 is the European premium brand of Galaxy, nothing to hide, proud to be a part of it. ვეჭვობ ამაზონზე გავიდეს :) Quote
George Posted April 22, 2012 Posted April 22, 2012 KFA2 Hall of Fame editon GTX 680 spotted http://guru3d.com/news/kfa2-hall-of-fame-editon-gtx-680-spotted/ ესეც კარგი ვერსია ჩანს Quote
LEON Posted April 25, 2012 Posted April 25, 2012 ჩემი აზრით უბრალოდ შესანიშნავია KFA2 მაგრად მევასება როგორც ბრენდი Quote
George Posted May 9, 2012 Posted May 9, 2012 New KFA2 GeForce GTX 680 Graphics Cards http://guru3d.com/news/new-kfa2-geforce-gtx-680-graphics-cards-/ Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.