X-treme user Posted April 20, 2012 Posted April 20, 2012 Ivy Bridge არქიტექტურის მქონე პროცესორების პირველი ნაკადის გამოსვლასთან დაკავშირებით, კომპანია G.Skill-მა მოამზადა Trident X ხაზის ოპერატიული მეხსიერების კომპლექტები. პროდუქტებს გააჩნიათ Intel XMP 1.3 პროფილების მხარდაჭერა და ოპტიმიზირებულნი არიან მეშვიდე სერიის ჩიპსეტებისთვის. ბეჭდური დაფა აღჭურვილია შავი რადიატორით, რომელზეც დამატებით თავსდება შედარებით მცირე ზომის, მხოლოდ წითელი ფერის ეს დეტალი. მათ შორის შესაძლებელია ცარიელი სივრცის შემჩნევა, რომელიც როგორც ჩანს, განკუთვნილია სითბური მილაკისთვის. ქვედა ფოტოსურათზე გამოსახულია PC3-19200 მოდულები, რომლებიც მუშაობენ 2400 მჰზ სიხშირეზე, 10-12-12-31T ტაიმინგებით და 1,65 ვ ძაბვაზე. გარდა ამ ნაკრებისა, ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა მახასიათებლების მქონე ვარიანტებიც: G.Skill F3-2400C10D-8GTX (2x 4 გბ): 13500 იენი (166$);G.Skill F3-2400C10Q-16GTX (4x 4 გბ): 27000 იენი (331$);G.Skill F3-2400C10D-16GTX (2x 8 გბ): 27000 იენი (331$);G.Skill F3-2400C10D-32GTX (4x 8 გბ): 52500 იენი (644$). Sandy Bridge-ის გადაწყვეტილებებთან თავსებადობას სრულად ვერ გვპირდებიან, რადგან ისინი, როგორც იცით, არ ითვალისწინებენ ზემოაღნიშნულ პროფილებს. რასაკვირველია, ახალ ნაწარმებზე მოქმედებს მწარმოებლის 'სამუდამო' გარანტიაც. OC Memory, IXBT 6 Quote
მიშა Posted April 20, 2012 Posted April 20, 2012 რა სისულელეა. უფროსწორად, რა მარკეტინგია! ივისთვის ცალკე უშვებენ ოპერებს და "გარანტიას ვერ იძლევიან" რომ სენდისთან სრული თავსებადობა ექნება :SNEMOTICON13: Quote
OgaiB Posted April 20, 2012 Posted April 20, 2012 ჰმ, ეგრევე გასაყინად არის გამზადებული. მოხსნი წითელ ფრთას დაამაგრებ და წავიდა აზოტი რა სისულელეა. უფროსწორად, რა მარკეტინგია! ივისთვის ცალკე უშვებენ ოპერებს და "გარანტიას ვერ იძლევიან" რომ სენდისთან სრული თავსებადობა ექნება მიშა, ლაპარაკია 2400-იან მოდულებზე და XMP პროფაილზე, რომელ სიხშირეზეც სულ რამდენიმე სენდიბრიჯის კონტროლერი მუშაობს. 2250-ია ზედა ზღვარი სენდისვის, თორემ ხელით რომ დააყენო 2133-ზე, სენდიზეც იმუშავებს, სენდი-ე-ზეც და 775-ზეც :) 2 Quote
pupusha Posted April 20, 2012 Posted April 20, 2012 ტრიდენტი კაი სერია იყო, ეს კიტებიც გაამართლებს ჩემი აზრით საინტერესოა რა ჩიპებზე არიან :xeli: Quote
სოსო Posted April 20, 2012 Posted April 20, 2012 pwerchip-ები იქნება რადიატორი მე მგონი უფრო დიდი ქულერების გამო ძვრება როცა ვერ ტევენ დიდ ქულერს პროცესორზე იდეა ძალიან მაგარია :) Quote
George Posted April 20, 2012 Posted April 20, 2012 G.Skill Unveils Trident X Series DDR3-2400 MHz http://guru3d.com/news/gskill-unveils-trident-x-series-ddr32400-mhz/ ხო ვიდზეც კარგათ გამოიყურებიან Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.