X-treme user Posted April 14, 2012 Posted April 14, 2012 იაპონიაში მოკლე დროში უკვე მეორედ დამყარდა რეკორდი Heaven DirectX 11-ში — 3757,69 ქულის სახით. შემთხვევა დიდად გამორჩეული არ არის, თუმცა ის დაკავშირებულია გარკვეულ საინტერესო ფაქტებთან, რომელიც ცნობილი გახდა მისივე ავტორის Hideo-ს მიერ. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს აზოტის ბენჩ-სესიისთვის განკუთვნილი, ორიგინალური ვიდეობარათი VTX3D Radeon HD 7970 X Edition (PowerColor HD 7970 V2-ის ანალოგი) - ნომინალური 1050/5700 მჰზ სიხშირეებით, ბირთვზე და მეხსიერებაზე შესაბამისად. რეფერენსულ მოდელების მსგავსად, დაფა აღჭურვილია გრაფიკული ჩიპის 6 კვების ფაზით, მოიცავს DirectFET კორპუსში განთავსებულ ტრანზისტორებს და Cooper Bussmann დროსელებს. ოვერქლოქერმა შეძლო GPU-სა და მეხსიერების ძაბვის გაზრდა 1,63 /1,895 ვ-მდე, რის შემდეგაც, თანდათან ააჩქარა პროდუქტი - 1747/7884 მჰზ-მდე. მიუხედავად ეფექტური გაგრილებისა (-145°C დატვირთულზე), ეტალონურმა Radeon HD 7970-მა მაინც ვერ გაუძლო ასეთ აგრესიულ ოვერქლოქინგს. მას დაეწვა VRM და Tahiti XT ბირთვის დიდი ნაწილი. სისტემა კი შედგებოდა შემდეგი კომპონენტებისგან: პროცესორი - Core i7-2600K @5048 მჰზ, მეხსიერება - 2x2 გბ DDR3 @2098 მჰზ CL7, სისტემური დაფა - Asus Maximus IV Extreme (P67)კვების ბლოკი - 1200 ვ Overclockers.ua 2
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now