Jump to content

Recommended Posts

Posted

PowerColor-მა წარმოადგინა AMD Southern Islands სერიის, ქარხნულად აჩქარებული ორი ახალი ვიდეობარათი PowerColor PCS+ HD 7970 Vortex II და PCS+ HD 7870 Vortex II. პირველი მათგანი ფუნქციონირებს 1100/5700 მჰზ სიხშირეებზე (925/5500 მჰზ რეკომენდებული), აღჭურვილია ალუმინის რადიატორით, ოთხ 8 მმ-იანი სპილენძის სითბური მილაკითა და ორი დიდი ზომის ფენით. გრაფიკული ჩიპი Tahiti XT, რომელიც დამზადებულია 28 ნმ ტექ-პროცესის მიხედვით, მოიცავს 2048 შეიდერს, 384-ბიტიან მეხსიერების სალტეს და უკავშირდება 3 გბ GDDR5 მეხსიერებას. ინტერფეისთა ნაკრებში კი შესულია: Dual-Link DVI-I, Single-Link DVI-D, HDMI და 2x Mini DisplayPort.

f267c236de41cf60c5f4027fc685d8d9.jpg

379f57243e6e84fe32660e222f7d40d4.jpg

61133634b2edec6683227a18b55b78a7.jpg

PowerColor PCS+ HD 7870 Vortex II-ის ქულერი და ვიდეოგასასვლელების კომპლექტი წინა მოდელის იდენტურია და მუშაობს 1150/4900 მჰზ-ზე. მას საფუძვლად უდევს პროცესორი Pitcairn XT (1280 შეიდერული ბლოკი, 256-ბიტიანი ინტერფეისი), ხოლო GDDR5-ის ოდენობა შეადგენს 2 გბ-ს.

როგორც ჩანს, ახალი პროდუქტების ღირებულება სტანდარტულ ვერსიებთან შედარებით, ცოტათი უფრო მაღალი იქნება.

  • Upvote 2
  • 2 months later...
Posted

kai brendi aris ees?

ragac ar gamigia...

ra klasis kartebii aqqvs?

rom shevadarot romelime msgavs ra..

ver gadamiwyvetia romeli avigo.... :)

zotac, palit, gainward

amattan rogor aris?

Posted

მაგარი ბრენდია , მხოლოდ ამდ ს პროდუქციას უშვებს როგორც ვიცი და ერთ-ერთი საუკეთესოა

Posted

ამ მოდლებს ვერა ალბათ , ისე იკითხე სხვადასხვა ქართულ მაღაზიებში , იქნებ ჩამოტანაც შეეძლოთ

ისე გამოწერა სჯობს

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.