Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია MSI-ს ნოუთბუქების ასორტიმენტი შეივსო CX70 და CR70 მოდელებით. უმეტესწილად, ისინი ერთმანეთის იდენტურნი არიან და განსხვავება მათ შორის მხოლოდ ვიდეობარათშია: პირველი აღჭურვილია 2 გბ მეხსიერების, დისკრეტული GeForce GT 640M-ით, მეორე კი - პროცესორში ინტეგრირებული Intel HD გრაფიკით.

ef0f4b2641dc4b0cf66c849ccb31d007.jpg

LED-განათების მქონე ეკრანის დიაგონალის სიგრძე 17,3 დუიმია, გაფართოება - 1366x768 პიქსელი. მის ზემოთ კი, ადგილი ერგო HD ვებ-კამერასაც. გარდა ამისა, კომპლექტაციაში აგრეთვე შესულია III თაობის Core პროცესორი (Ivy Bridge, 22 ნმ), ოპერატიული მეხსიერება SO-DIMM DDR3, 2,5 ტიპ-ზომის, 500, 640 ან 750 გბ ტევადობის მყარი დისკი, ჩამწერი წამყვანი DVD Super Multi, Wi-Fi (802.11 b/g/n), Bluetooth 4.0 და 6 cell-იანი ელემენტი.

30e757fabeb3803aab137de8074a7dd0.jpg

01dfc3d3e4faad599fc099c7f115458c.png

უნდა აღინიშნოს HDMI და D-Sub, ორ-ორი USB 3.0/ USB 2.0 პორტი, XD/SDHC/SDXC/MMC/MS ქარდ-რიდერი, SRS Premium Sound სტერეოდინამიკები და მულტისენსორული ტაჩპადი. ქარხნული დატესტვის შედეგების მიხედვით, CX70-მა დააგროვა P7261 ქულა 3DMark Vantage ბენჩმარკში.

  • Upvote 3
Posted

გეიმინგისთვის არა და ისე კარგია

Posted

ეგ ფირმა თანდათან უფრო მომწონს კარგი ნოუთბუქები აქვს ძალიან როგორც მონაცემები ქვს კარგი ისე ვიზუალურადაც :thumbsup:

Posted

გეიმიგისთვისაც გამოდგება GT 640 იანი ვერსია ,არ ექნება პრობლემა ბევრ თამაშზე http://www.notebookcheck.net/NVIDIA-GeForce-GT-640M.71579.0.html

ნახე BF 3 ში ულტრაზე 26 აქვს FPS ,რაც ნოუთისთვის ძალიან კარგია :thumbsup: HIGH ზე ყველა თამაშს ქაჩავს 30 ზე მაღალი FPS ით :thumbsup:

Posted

მართლაც კარგი ნოუთბუქია. ფასი რა აქვს ეგ მაინტერესებს?

Posted

ნუ ეკრანის ზომა 17 აქვს , ბოლო თაობის პროცესორი და ცოტა სუსტი ვიდეო ბარათი და ჩემი აზრით ფასი 1400-1500 დოლარი მაინც იქნება

Posted

ეგ ფირმა თანდათან უფრო მომწონს კარგი ნოუთბუქები აქვს ძალიან როგორც მონაცემები ქვს კარგი ისე ვიზუალურადაც :thumbsup:

:thumbsup:   ზუსტად  ეგრე    ვარ  მეც !!!

და ეკრანის გაფართოება რა უბედურებაა dry.gif დაენანათ მეტი ?

Posted

ხო 17.3 იანზე ცუდია ეგ რეზოლუცია ,მაგრამ ცუდი ხარისხი მაინც არ ექნება

თან GT 640 მაგაზე მაღალ რეზოლუციას ვერ გაუმკლავდება და ეგეც გაითვალისწინეს ,ისე სჯობდა ეკრანი 15.6 იანი ჰქონოდა

Posted

ხო 17.3 იანზე ცუდია ეგ რეზოლუცია ,მაგრამ ცუდი ხარისხი მაინც არ ექნება

თან GT 640 მაგაზე მაღალ რეზოლუციას ვერ გაუმკლავდება და ეგეც გაითვალისწინეს ,ისე სჯობდა ეკრანი 15.6 იანი ჰქონოდა

მართალი ხარ 15 - იანი ჯობდა !

ძაან დინოზავრობაა 17 - იან მონიტორზე ასეთი დაბალი რეზოლუცია... :xelitavi:

Posted

ნოუთი არც უნდა იყოს 15" ზე დიდი ჩემი აზრით. MSI ს რაც შეეხება ყოველთვის მომწონდა :) რაც გავერკვიე ასე თუ ისე Hardware ში MSIმ მაშინვე მომხიბლა. CX კაი ტიპია :thumbsup:

Posted

ნოუთი არც უნდა იყოს 15" ზე დიდი ჩემი აზრით. MSI ს რაც შეეხება ყოველთვის მომწონდა :) რაც გავერკვიე ასე თუ ისე Hardware ში MSIმ მაშინვე მომხიბლა. CX კაი ტიპია :thumbsup:

შენ ალბათ უფრო ნეთბუქისკენ მიგიწევს გული:D

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.