Jump to content

Recommended Posts

Posted

პროფესიონალ კინემატოგრაფებისა და ტელეოპერატორების საჭიროებებზე ორიენტირებით, კომპანია Canon-მა შექმნა და წარმოადგინა თავის კლასში უნიკალური სრულკადროვანი ციფრული სარკიანი კამერა EOS-1D C, რომელსაც აქვს ვიდეოს ჩაწერის უნარი MPEG-4/H.264 ფორმატში - 4096 x 2160 პიქსელ გაფართოებით და 24 კადრ/წმ სიხშირით.

898c78fbd6930d4d22cafca52e84da7f.jpg

მოდელი განეკუთვნება ახალ საფირმო სისტემა Cinema EOS System-ს და თავსებადია Canon EF Mount სამაგრიან ხსნად ობიექტივებთან. კორპუსი გაფორმებულია შავ ფერში, მისი გაბარიტები გახლავთ 158 x 164 x 83 მმ და დაცულია ნესტისა და მტვრის უსიამოვნო ზემოქმედებისგან. გარდა ამისა, ტექნიკური მახასიათებლები ამგვარია:



  • ორი DIGIC 5+ პროცესორი გამოსახულების დამუშავებისთვის;
  • 18,1 მპ-იანი CMOS-სენსორი 36 x 24 მმ ზომებით;
  • მგრძნობელობა - 100-დან 51200 ISO-ერთეულამდე (შესაძლებელია დიაპაზონის საზღვრების გაფართოება მისი შემცირების ან გაზრდის გზით - 50 და 204800-მდე შესაბამისად);
  • 1040000 წერტილ გაფართოების მქონე, 3,2 დუიმიანი LCD-დისპლეი Clear View II და Live View რეჟიმის მხარდაჭერა;
  • ოპტიკური ვიდეომაძებარი - კადრის 100%-იან დაფარვისა და 0,76-მაგი გაზრდის მქონე პანტაპრიზმის საფუძველზე;
  • ინტეგრირებული GPS-მიმღები (ოპციონალურად);
  • RAW-ფოტოსურათების გადაღების ფუნქცია - მაქსიმუმ 5184 x 3456 პიქსელ გაფართოებით;
  • თეთრი ფერის ბალანსის რეგულირების ფართო არჩევანი (ექვსი დაყენებული და ხუთი - სამომხმარებლო);
  • სლოტი CompactFlash (Type I/II) სტანდარტ ტიპის ბარათებისთვის;
  • Mini HDMI პორტი
  • ლითიუმ-იონის აკუმულატორი LP-E4N;

აშშ-ს ბაზრისთვის პროდუქტი შეფასებულია 15000$-ად, თუმცა მისი გაყიდვების დაწყების თარიღები ჯერჯერობით არ ზუსტდება.

  • Upvote 4
Posted

რა საინტერესო ობიექტივი აქვს!

აჰაა Canon CN-E 24mm T1.5 ყოფილა, "სინე" ობიექტივი, სპეციალურად ვიდეოების გადასაღებად.

Posted

რა საინტერესო ობიექტივი აქვს!

ვიდეო კამერა ფოტოს გადაღების ფუნქციით!

Posted

1.2 კილოგრამს იწონის, f/1.5 დიაფრაგმა აქვს. საინტერესოა რითაა განპირობებული ასეთი კონფიგურაცია...

Posted

ქენონი კიარა, პოტენციური ფულია :) ეგ რომ მქონდეს, ჩვენ ქვეყანაში იცი რამდენად გაიყიდებოდა? :chojinfc:

Posted

სიმართლე რო ვთქვა არ მომეწონა ჯერ მარტო ფასის გამო, რა ამბავია ოქროაა :SNEMOTICON13:

Posted

მშვნიერი ვიდეოკამერაა :)

პროსტა ძვირია და...

კამერის ფორმა აქვს...

C500 ჯობია ამას :)

Posted

რა ამბავია ოქროაა :SNEMOTICON13:

და ეხლა ეგ ძვირია?? კამერა რომელიც გაძლევს ფილმების გადაღების საშუალებას, 15000$ ძვირია? :D ნუ გამაგიჟეთ ხალხო.. 15000$ - იანი კამერებით ვმუშაობთ ტელევიზიაში და ის კამერები ამასთან ახლოსაც ვერ მოვა ვერაფრით. ერთადერთი შეიძლება ტალახს და წვიმას გაუძლოს. ალბათ გაგიგიათ კინოკამერა RED რომელსაც რაღაც პონტში Mark II - მა გაუწია კონკურენცია. Transformers 2 მაგითაა გადაღებული.. და ეხლა უყურეთ, რედი თავის ნავაროტკებით 75 000$ ამდე ჯდება და 5D? :) სულ რაღაც 4000$

ვოტ, 5D Mark II-ით გადაღებული ვიდეო (ვინც არ იცის წარმოდგენა რომ შეექმნას):

(HD ჩაურთეთ)
  • Barca unlocked this topic

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.