სოსო Posted April 12, 2012 Posted April 12, 2012 ანალიტიკოსების შეფასებით Samsung Electronics-მა მოახერხა Nokia Oyj კომპანიის ლიდერის პოზიციიდან ჩამოგდება მობილური ტელეფონების წარმოებაში. აზიური გიგანტი პირველად გახდა ლიდერი ამ ბიზნესში, რაც მწარმოებლის Galaxy სერიის სმარტფონების პოპულარობით არის გამოწვეული. წინასწარი გამოთვლებით Samsung Electronics-მა მოახერხა 92 მილიონი მობილური ტელეფონის ბაზარზე გამოშვება, დაბალი დონის მოდელების ჩათვლით. ხოლო ფინურმა კომპანიამ Nokia 83 მილიონი მოწყობილობა გაიტანა ბაზარზე, აქედან 12 მილიონი სმარტფონი იყო. წლის განმავლობაში Samsung გეგმავს 380 მილიონამდე მობილურის გაყიდვას. წინა წელს ეს მაჩვენებელი 300 მილიონს შეადგენდა. თავის მხრივ ნოკია კარგავს პოზიციებს რადგან მომხმარებლები არჩევენ მოწყობილობებს Google Android და Apple iOS ოპერაციული სისტემით. მწარმოებლებმა ანალიტიკოსების შეფასებაზე კომენტარისგან თავი შეიკავეს. 7
Barca Posted April 12, 2012 Posted April 12, 2012 არც მიკვირს , კიდევ უფრო გაძლიერდებიან Galaxy S III ის გამოსვლის შემდეგ Galaxy S II 2011 წლის საუკეთესო სმარტფონი გახდა და ალბათ სრულიად დამსახურებულადაც ( მე კი ასე არ ვთვლი ) 2
Blaster Posted April 12, 2012 Posted April 12, 2012 არც მიკვირს , კიდევ უფრო გაძლიერდებიან Galaxy S III ის გამოსვლის შემდეგ Galaxy S II 2011 წლის საუკეთესო სმარტფონი გახდა და ალბათ სრულიად დამსახურებულადაც ( მე კი ასე არ ვთვლი ) სულ ტყუილად :D 1
მათე Posted April 12, 2012 Posted April 12, 2012 nokia android-ზე მაგარი რამე იქნება თუ გამოვა. მიკვირს რატო არ უშვებს ტელეფონებს ამ OS-ით.
zV1 Posted April 13, 2012 Posted April 13, 2012 Nokia 83 მილიონი მოწყობილობა გაიტანა ბაზარზე, აქედან 12 მილიონი სმარტფონი იყო ჯობია ნოკია ისევ "ღილაკებიან" ტელეფონებს მიაწვეს. 2
Barca Posted April 13, 2012 Posted April 13, 2012 ჯობია ნოკია ისევ "ღილაკებიან" ტელეფონებს მიაწვეს. და რა სენსორული პროდუქცია ვერ ეყიდება ? :D
zV1 Posted April 13, 2012 Posted April 13, 2012 12 მილიონი სმარტფონი თუ იყო დანარჩენი ღილაკებიანი იქნებოდა :D
Blaster Posted April 13, 2012 Posted April 13, 2012 დროებითაა სამსუნგი წინ ნოკია ისევ გაასწრებს თუ იზრუნებს ოპერაციულ სისტემაზე მარტივად გამოუვა თუ არა და შეიძლება ვეღაც გაასწროს ანდროიდის პოპულარულობა ყოველდღე იზრდება ფაქტიურად და შესაბამისად თუ ნოკიას არ ექნება ანდროიდიანი სმარტები შანსი ცოტა აქვს ისე სამსუნგზე მეტად HTC-ის სმარტები მომწონს არც დიზაინით ბაძავენ სხვებს და არაფრით თან Sense-მ მომხიბლა Tablet-ებს რატომ არ უშვებენ აქტიურად ეგეც კარგი გამოუვიდოდათ :(
gajaviki Posted April 13, 2012 Posted April 13, 2012 ისე სამსუნგზე მეტად HTC-ის სმარტები მომწონს არც დიზაინით ბაძავენ სხვებს და არაფრით თან Sense-მ მომხიბლა Tablet-ებს რატომ არ უშვებენ აქტიურად ეგეც კარგი გამოუვიდოდათ +1 HTC-ია ჩემთვის N1 ბრენდი, დღესდღეობით. ადრე ნოკია იყო. ნოკიამ რომ მოინდომოს გადახნავს ყველაფერს!
NEW™ Posted April 13, 2012 Posted April 13, 2012 სამსუნგ გალაქსი ნოუთი ამაზე მაგარი ტელეფონი არ არსებობს.
Barca Posted April 13, 2012 Posted April 13, 2012 მაგაზე მაგარი HTC One X ია რახან დიდი ეკრანი აქვს ყველაზე მაგარი კი არ არის :D
NEW™ Posted April 13, 2012 Posted April 13, 2012 არ მევასება HTC )) თან მალე გამოვა გალაქსი ს3. ყველაზე მაგრად მიხარია ის რო ვაშლი ჩრდილში დარჩა)))))))
zV1 Posted April 13, 2012 Posted April 13, 2012 მაგაზე მაგარი HTC One X ია რახან დიდი ეკრანი აქვს ყველაზე მაგარი კი არ არის One XL აჯობებს ;)
westsider Posted April 13, 2012 Posted April 13, 2012 ოპერაციული სისტემა გადამწყვეტია უკვე ანდროიდი დროულად გამოჩნდა და კარგიცაა ასე რა უნდათ მეტი ვერ ვხვდები.პლატფორმა ღიაა.გადასახდელია მინიმალური თანხა სისტემის აუცილებლად თავისი ხრონგი უნდა მოგვასაღოს მწარმოებელმა?არის აგერ მზა სისტემა და მარკეტის ინფრასტრუქტურა ხო...გამოიყენე და გამდიდრდი რა დალშე უკვე კამერას ჩააყენებ კარგს,დისპლეის დააყენებ კარგს და ეგ უკვე ნოკიას უპრობლემოდ სეუძლია მაგრამ ააარა იმენა დააკვდნენ ამ სიმბიანსდა ჰტც მაინც ჰტც ა რაც არ უნდა ატრიალოთ ეს ფირმა თავის დროზე იყო იაფფასიანი რეალური ალტერნატივა სმარტფონების ბაზარზე და ბოლო დროს უკვე ფასებში სამსუნგსაც გადაუჯოკეს ჰტც უნდა იყოს იაფი და კარგი
ჯამბო Posted April 13, 2012 Posted April 13, 2012 სიმბიანს კი არა ტრაწიან WP7-ს აწვება :| რა ჭირი უნდოდა , რას დაუკავშირდა ამ მაიკროსოფთს :SNEMOTICON13:
westsider Posted April 13, 2012 Posted April 13, 2012 ნუ სიმბიანს აწვებოდა დიდი ხანი და სანამ არ დაემხო შემოსავალი ტავზე იქამდე დროული რეაგირება არ მოახდინესპრინციპულად იქცევიან რა ანუ თავისტავს ელიტად მიიჩნევენ ამ ბიზნესის და არ უნდათ ელჯი ჰტც სამსუნგი და ა.შ. ებისგან რომ არაფერი განასხვავებდეთ
ANuB1S Posted April 13, 2012 Posted April 13, 2012 სიმბიანს კი არა ტრაწიან WP7-ს აწვება :| რა ჭირი უნდოდა , რას დაუკავშირდა ამ მაიკროსოფთს რა გინდა WP7-სგან? :D
ჯამბო Posted April 13, 2012 Posted April 13, 2012 ხოდა გადავლენ ალბათ ესენიც ანდროიდზე , თორე უკვე ნერვები სიმონ :D
Barca Posted April 13, 2012 Posted April 13, 2012 ნოკია ანდროიდზე იქნება ახალი სიტყვა სმარტფონების სამყაროში ,მაგრამ მეეჭვება ეგ მოხვდეს უახლოეს საუკუნეში WP ს აწვება ნოკია და მიდ ენდში გაჰყავს Belle და მალე უკვე Carla , კარგი ჰარდის და ღია პლათფორმის გამო ეყოიდებათ ალბათ ეს სმარტები და WP სმარტები თავისთავად გაყიდვადია
westsider Posted April 13, 2012 Posted April 13, 2012 რა გინდა WP7-სგან? მშვენიერი ოს ია ღIღა მაგრამ მაგდენი ადგილი არაა ბაზარზე IMO ვერ გაქაჩავს ისე რომ ანდროს და იოს შეეპაექროს თუმცა ალბათ 10-20% ფარგლებში ექნება სტაბილური ადგილი სულ ხოდა გადავლენ ალბათ ესენიც ანდროიდზე , თორე უკვე ნერვები სიმონ ნოკია ანდროიდზე გადავა თუ სხვა გზა აღარ დარჩათ ნუ რეალურად უკვე არ დარჩათ სხვა გზა მაგრამ მაინც ხავსზე რომ ხავსია ამოსული და იმას რომ კიდე ქვა ადევს და იქ რომ ხავსია აი მაგას ეჭიდებიან კიდე
Blaster Posted April 13, 2012 Posted April 13, 2012 ხავსზე რომ ხავსია ამოსული და იმას რომ კიდე ქვა ადევს და იქ რომ ხავსია აი მაგას ეჭიდებიან კიდე ისე არასდროს მომწონდა ნოკია :| N73 რომ გამოუშვა მაშინ შემზიზღდა სულ ახალი ტელეფონიც კი ჭედავდა ხათრით მუშაობდა ვერცხლისფერი ვერსიები ვიდეოს გადაღებისას ხშირად ჭედავდა ვიდეოს პაუზები ქონდა 10-15 წამში ერთხელ სულ ახალი იყო პროგრამაც კი არ იყო დამატებით რამე ჩაწერილი <_< 1
Barca Posted April 14, 2012 Posted April 14, 2012 WP 7 ,უფრო სწორად WP 8 ჩემი აზრით გაუწევს დიდ კონკურენციას ანდორიდს და IOS ს თუ დახვეწავნე პლატფპრმას ისე როგორც საჭიროა
gajaviki Posted April 14, 2012 Posted April 14, 2012 WP 7 ,უფრო სწორად WP 8 ჩემი აზრით გაუწევს დიდ კონკურენციას ანდორიდს და IOS ს თუ დახვეწავნე პლატფპრმას ისე როგორც საჭიროა უნდა შეეცადონ რაც შეიძლება მეტი აპლიკაცია დაიწეროს WP-ზე, თორემ ინტერფეისით iOS-საც მირჩევნია და ანდროიდსაც WP7. როგორც ყოველდღიურ სახმარ ტელეფონად WP7 მირჩევნია, მაგრამ თამაშები ჯერ-ჯერობით ჩემთვის მაინც მნიშვნელოვანია :)
Recommended Posts