Jump to content

Recommended Posts

Posted

გეიმერულ ნოუთბუქების სერია Toshiba Qosmio-ს შეემატა X875 და X875 3D ინდექსის მქონე, ორი ახალი მოდელი. მწარმოებელი ყურადღებას ამახვილებს 'Black Widow' სახელწოდების ტექსტუირებულ ალუმინის კორპუსსა და ლოგოტიპ/კლავიატურის წითელ განათებაზე. კომპლექტაციები საკმაოდ მძლავრია და მათში შედიან მესამე თაობის Intel Core (Ivy Bridge) პროცესორები, 3 გბ GDDR5-ით აღჭურვილი ვიდეობარათები NVIDIA GeForce GTX 670M და ტექნოლოგია NVIDIA Optimus.

e1f8a4be39842276129403464353c51f.jpg

გარდა ამისა, Toshiba Qosmio X875 3D-ს ერგო 17,3 დუიმ-დიაგონალ სიგრძის დისპლეი 1920 х 1080 გაფართოებით და ტექნოლოგია NVIDIA 3D Vision 2 - LightBoost-ით. ხოლო მის თანამოძმემ მიიღო 1600 х 900 პიქსელიანი ეკრანი - სტერეოსკოპულ გამოსახულების მხარდაჭერის გარეშე.

b03578b7c2f4fc7fd62db888b229b028.jpg

ხელმისაწვდომია მყარი დისკების ჰიბრიდული კონფიგურაციები, რომელთა საერთო მოცულობა შესაძლოა აღწევდეს 2 ტბ-ს. Harman Kardon წარმოების კვადროფონური დინამიკებს კი გააჩნიათ გაუმჯობესებული Slipstream აკუსტიკა. აგრეთვე უნდა აღინიშნოს HDMI გასასვლელი და Blu-ray-წამყვანიც. ხოლო Toshiba Sleep & Music ფუნქცია უზრუნველყოფს მუსიკის მოსმენას გამორთული ნოუთბუქის შემთხვევაშიც კი. ლეპტოპები გაყიდვაში ივნისის ბოლოს გამოჩნდებიან, ხოლო მათი ღირებულება იმერყევებს 1300-დან 2500$-მდე - კონფიგურაციისდა მიხედვით.

  • Upvote 3
Posted

ძალიან მაგარია Qosmio სერიის ნოუთები ყოველთვის :thumbsup:

  • 4 weeks later...
Posted

ჩემი ზარით საერთოდ არ უხდება ეგ ფერები ერთმანეთს.

ფასი კარგი აქვს მგონი 1300$დან

Posted

ეგ სურათში ჩანს ცოტა ცუდათ ,ისე უკეთესი იქნება ,მაგრამ სულ შავი აჯობებდა მგონი

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.