X-treme user Posted April 12, 2012 Posted April 12, 2012 გეიმერულ ნოუთბუქების სერია Toshiba Qosmio-ს შეემატა X875 და X875 3D ინდექსის მქონე, ორი ახალი მოდელი. მწარმოებელი ყურადღებას ამახვილებს 'Black Widow' სახელწოდების ტექსტუირებულ ალუმინის კორპუსსა და ლოგოტიპ/კლავიატურის წითელ განათებაზე. კომპლექტაციები საკმაოდ მძლავრია და მათში შედიან მესამე თაობის Intel Core (Ivy Bridge) პროცესორები, 3 გბ GDDR5-ით აღჭურვილი ვიდეობარათები NVIDIA GeForce GTX 670M და ტექნოლოგია NVIDIA Optimus. გარდა ამისა, Toshiba Qosmio X875 3D-ს ერგო 17,3 დუიმ-დიაგონალ სიგრძის დისპლეი 1920 х 1080 გაფართოებით და ტექნოლოგია NVIDIA 3D Vision 2 - LightBoost-ით. ხოლო მის თანამოძმემ მიიღო 1600 х 900 პიქსელიანი ეკრანი - სტერეოსკოპულ გამოსახულების მხარდაჭერის გარეშე. ხელმისაწვდომია მყარი დისკების ჰიბრიდული კონფიგურაციები, რომელთა საერთო მოცულობა შესაძლოა აღწევდეს 2 ტბ-ს. Harman Kardon წარმოების კვადროფონური დინამიკებს კი გააჩნიათ გაუმჯობესებული Slipstream აკუსტიკა. აგრეთვე უნდა აღინიშნოს HDMI გასასვლელი და Blu-ray-წამყვანიც. ხოლო Toshiba Sleep & Music ფუნქცია უზრუნველყოფს მუსიკის მოსმენას გამორთული ნოუთბუქის შემთხვევაშიც კი. ლეპტოპები გაყიდვაში ივნისის ბოლოს გამოჩნდებიან, ხოლო მათი ღირებულება იმერყევებს 1300-დან 2500$-მდე - კონფიგურაციისდა მიხედვით. Toshiba, IXBT 3 Quote
Barca Posted April 12, 2012 Posted April 12, 2012 ძალიან მაგარია Qosmio სერიის ნოუთები ყოველთვის :thumbsup: Quote
Shopen Posted May 5, 2012 Posted May 5, 2012 ჩემი ზარით საერთოდ არ უხდება ეგ ფერები ერთმანეთს. ფასი კარგი აქვს მგონი 1300$დან Quote
Barca Posted May 5, 2012 Posted May 5, 2012 ეგ სურათში ჩანს ცოტა ცუდათ ,ისე უკეთესი იქნება ,მაგრამ სულ შავი აჯობებდა მგონი Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.