Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Toshiba-მ მოახდინა Excite პლანშეტურო კომპიუტერების დემონსტრირება. მასში შესულნი არიან 7.7, 10.1 და 13.3 დუიმ-დიაგონალის მქონე მოდელები და მათ აერთიანებს ერთკრისტალიანი სისტემა NVIDIA Tegra 3, რომელიც მოიცავს 1.4 გჰზ სიხშირეზე მომუშავე ოთხ გამომთვლელ და ერთ დამხმარე ბირთვს, ასევე გრაფიკულ ქვესისტემა GeForce-ს. გარდა ამისა, ნაწარმები აღიჭურვებიან 1 გბ ოპერატიული მეხსიერებით, Wi-Fi და Bluetooth ადაპტერებით, ორი კამერით (უკანა - 5, წინა - 2 მპ), micro-USB პორტით და დამცავ საფარ Gorilla Glass-ით, ხოლო ოპერაციული სისტემის სახით კი, წარმოდგენილი იქნება Android 4.0 Ice Cream Sandwich.

0873f8ea5d53d2e7381c237bab5dc94c.jpg

Excite 13 - სხვა ანალოგიურ მოწყობილობებისგან გამოირჩევა 1600 x 900 გაფართოების, 13-დუიმიანი ეკრანით და გარდა ჩამოთვლილისა, მას აგრეთვე გააჩნია micro-HDMI გასასვლელი და სრულზომიანი სლოტი SD-ბარათებისთვის. ინტეგრირებული ფლეშ-მეხსიერების ოდენობა, მოდიფიკაციისდა მიხედვით, შეიძლება იყოს 32 (650$) ან 64 გბ (750$). 10 მმ სისქით, მისი წონა 1 კგ-ია და მას უნარი აქვს 13 სთ-მდე მუშაობისა ავტონომიურ რეჟიმში.

2da57d69639279e8cc7f5d4ca6ff2bf9.jpg

2846d6b4ec79e6f9735dfd59e8d1848d.jpg

მოდელი Excite 10 ტიპიურად გამოიყურება: რეზოლუცია გახლავთ 1280 x 800 პიქსელი, ხოლო სენსორს შეუძლია 10-მდე შეხების ამოცნობა. ადგილზეა micro-HDMI და SD-ბარათებისთვის განკუთვნილი სლოტი. სისქე შეადგენს 9 მმ-ს, აკუმულატორი კი, უზრუნველყოფს პროდუქტის 10 სთ-მდე მოხმარებას. გამოშვებულ იქნება 16, 32 და 64 გბ-იან ფლეშ-მეხსიერებით დაკომპლექტებული ვერსიები - 450, 530 და 650$-ად შესაბამისად.

513d57fddb6dff51411ed0815747239a.jpg

a393199a7b022f023e319cce9474252d.jpg

Excite 7.7-ის ეკრანი დამზადებულია AMOLED-ტექნოლოგიის მიხედვით, თუმცა გაფართოება ჯერჯერობით არ ზუსტდება. მასა - 380 გ, სისქე კი - 7.5 მმ-ია და გაყიდვაში ის ზაფხულის დასაწყისში გამოჩნდება - 16 და 32 გბ მეხსიერების მქონე ვერსიების სახით, 500 და 580$-ად.

  • Upvote 7

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.