Jump to content

Recommended Posts

Posted

Radeon HD 7970-ის აჩქარების აბსოლუტურ რეკორდად აქამდე რჩება შედეგი 1700/8000 მჰზ-ით, თუმცა მიუხედავად ამისა, ენთუზიასტები მაინც ახერხებენ ახალი სიმაღლეების დაპყრობას სხვადასხვა ბენჩმარკებში, ბარათის გაცილებით ნაკლები სიხშირეებით.

ასე მაგალითად, კრიოგენურ ოვერქლოქინგის იაპონელ გურუ Gyrock-მა, თხევადი აზოტის გამოყენებით, შეძლო 1670/7360 მჰზ-მდე დაფიქსირება - 5536 მჰზ სიხშირეზე მომუშავე Core i7-2600K პროცესორთან ერთად, ოთხი აქტიური ბირთვით. ამგვარად, დამყარდა ახალი მსოფლიო ნიშნული Unigine Heaven-ში - X3683,601 ბალი.

8c3d30ac57901327d788a28c98d17c29.jpg

ბირთვის ძაბვა გაზრდილ იქნა 1.631 ვ-მდე, ხოლო ტემპერატურა - მინუს 90O-მდე ცელსიუსით.

ebdaf97133ec486774805a7c0e4f41ca.jpg

უნდა აღინიშნოს, რომ ექსპერიმენტში მონაწილეობას იღებდა MSI Radeon HD 7970 Lightning, რომელიც აღჭურვილია გაძლიერებული კვების ქვესისტემით და BIOS-ის სპეციალური ვერსიით, რომელიც ოპტიმიზირებულია ექსტრემალური აჩქარებისთვის. მართალია, მოდიფიცირება მაინც საჭირო გახდა, მაგრამ ამ ფაქტორის გარეშეც, ვიდეობარათის პოტენციალი ისედაც მაღალია.

  • Upvote 6
Posted

awesome, just awesome

Posted

მართალია, მოდიფიცირება მაინც საჭირო გახდა, მაგრამ ამ ფაქტორის გარეშეც, ვიდეობარათის პოტენციალი ისედაც მაღალია.

როცა ყინავ მოდი ყველა ვარიანტში გჭირდება

ისე პროცესორი ვერ ჰქონიათ მთლად კარგი :D

Posted

ისე ეს ლაითინგი 1800-მდეც დაარაზგონეს, მაგრამ არ დაუდიათ hwbot-ზე:

5218b3886147.jpg

შვედმა ოვერქლოქერმა ჰქმნა:

http://www.msi.com/news-media/news/1393.html

Posted

ლოლ ძაბვას 1.7 ვოლტს სენდიზე ვეღარ ვაძლევ მე :D

ეგ კიდე 22 ნანომეტრულია

Posted

ლოლ ძაბვას 1.7 ვოლტს სენდიზე ვეღარ ვაძლევ მე :D

ეგ კიდე 22 ნანომეტრულია

შენი ტემპერატურები და მაგისი ერთია? ;)

Posted

კიდევ ერთი რეკორდი მოიხსნა HD 7970-ით

ამჯერად სამი ცალი HD7970-ით ქარხნული გაგრილებით და პროცესორით 2600K მოიხსნა 3Dmark03-ის რეკორდი

http://hwbot.org/submission/2274199_gabry_ares_3dmark03_3x_radeon_hd_7970_240487_marks

საბოლოო ქულა 240487

768717.jpg

რეკორდისთვის ვიდეო დაფები აჩქარებულ იქნა 1240/6800 MHz-მდე GPU და მეხსიერება შესაბამისად, გაგრილება როგორც ავღნიშნეთ ქარხნული იყო

rec_01.png

ხოლო პროცესორი აჩქარებულ იქნა 5955 MHz სიხშირემდე SS გაგრილებით და როგორც სურათიდან ჩანს ძაბვა პროცესორზე 1.64 ვოლტი იყო

rec_02.png

Ivy bridge ოფიციალურად გამოსვლის შემდეგ, რაც შემდეგ კვირას იგეგმება, უნდა ველოდეთ ახალ რეკორდებს

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.