Jump to content

Recommended Posts

Posted

ამერიკულმა მწარმოებელმა EVGA-მ წარმოადგინა Ivy Bridge პროცესორებისთვის განკუთვნილი სისტემური დაფა Z77 FTW (For The Win). მის მთავარ თავისებურებათა რიცხვს მიეკუთვნება დამატებითი კვების ოთხი გასასვლელი (2x EPS12V, 2x PCI-E Power 6-pin) და ხუთი 8-სიჩქარიანი სლოტი ვიდეობარათებისთვის - 4-Way SLI და CrossFire(X) რეჟიმების მხარდაჭერით. გარდა ამისა, გათვალისწინებულია 32 გბ-მდე DDR3-2133+ ოპერატიული მეხსიერების და რვა, Serial ATA ინტერფეისის მქონე, მყარი დისკის განთავსების საშუალება, მათ შორის ოთხ 6 გბიტ/წმ-იანისა.

0769d6fd82d77c9f78729d0f255df99a.jpg

06067b5af3d2435c1c2a1b94534a3ad3.jpg

11641ebfa1b9c2aa98678b8a872478b4.jpg

უკანა პანელზე განლაგებულია Mini DisplayPort, ორ-ორი Gigabit Ethernet და eSATA 3, ოთხი USB 3.0 გასასვლელი (კიდევ ორის გამოტანა შესაძლებელია კორპუსის წინა მხარეს). აგრეთვე ხელმისაწვდომია DIP-გადამრთველებიც, რომლებიც არეგულირებენ კვების მიწოდებას PCI Express 3.0-ებთან, სამი UEFI-მიკროსქემა, ტანტალის კონდენსატორები POSCAP, ძაბვის საზომი სპეციალური კონტაქტები და CPU-ტემპერატურის ინდიკატორი.

პროდუქტი შეფასებულია 330$-ად.

  • Upvote 6
Posted

კარგი დედა დაფაა

კარგია, მაგრამ უაზროდ დაპროექტებული და შესაბამისად უაზროდ ძვირი :(

4-way SLI/Crossfire აზრი არ აქვს 1155 სოკეტზე, არც გეიმინგისთვის და არც გამოთვლებისთვის

Posted

მარკეტინგ :D

ვინც მაგდენს გადაიხდის მაგ სოკეტის მაზერბორდში, მეტის ღირსია :D

ბიოსტარის ფანი ვხდები ნელ-ნელა :)

არაფერი ზედმეტი, ჰაიენდ მაზერბორდი:

http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16813138354

ეს საერთოდ 125$-ად:

http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16813138355

ჰარდი იგივეა, რამდენიმე "ფიშკა" აქვს ამოღებული

მხეცივით რაზგონდება:

f35f7c16542c.jpg

095e3b992a88.jpg

http://www.xtremesystems.org/forums/showthread.php?280032-ivy-With-Biostar-TZ77XE4

Posted

ამ EVGA-ს მართლა გაბერილი ფასი აქვს chojinfc.gif აი ეგ პირველი ბიოსტარი მართლა მშვენიერი ვარიანტია thumbsup.gif

Posted

რა მაგარი ფასი აქვს ბიოსტარებს :rolleyes:

+1 ლეონ :D

  • Upvote 1
Posted

სიუფთა ლიომეა xelitavi.gif

Posted

VGA Shows Z77 FTW mainboard http://guru3d.com/news/evga-shows-z77-ftw-mainboard/

Posted

ევეგა მაგრა მევასება მარა მაგრა ბერავენ ფასებს.

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.