X-treme user Posted April 7, 2012 Posted April 7, 2012 კომპანია PowerColor-მა წარმოადგინა Radeon HD 7850-ის აჩქარებული ვერსია, გაუმჯობესებული PCS+ გაგრილების სისტემით. მისი სიხშირეები აჭარბებს Radeon HD 7870-ის ეტალონური მოდელისას (1000/4900 - 1000/4800 მჰზ-ის წინააღმდეგ) და მხოლოდ მცირედით ჩამორჩება ადრე გამოშვებულ PowerColor PCS+ HD 7870-ის პარამეტრებს. უფროსი ვიდეობარათის სასარგებლოდ მეტყველებს ნაკადური პროცესორებისა და ტექსტურული ბლოკების რაოდენობა (1280 და 64 ცალი შესაბამისად). ქულერი იკავებს გაფართოების ორ სლოტს და შედგება ალუმინის რადიატორისგან, წყვილ S-ფორმისებურ სპილენძის სითბურ მილაკებს, 92 მმ-იან ფენსა და პლასტიკის საფარველს. მწარმოებელი ირწმუნება, რომ ეს ნაკრები რეფერენსზე 15-15%-ით ეფექტური და ჩუმია. 230 მმ სიგრძის, ბეჭდური დაფის სტრუქტურაც აგრეთვე ალტერნატიული სახისაა და მასში გამოიყენება DrMOS-ელემენტები და ციფრული PWM-კონტროლერი. PowerColor PCS+ HD 7850-ის მამოძრავებელი ძალა კი, რასაკვირველია გახლავთ Pitcairn Pro ბირთვი, რომელშიც შესულია 64 ტექსტურული და 32 რასტერიზაციის ბლოკი, 256-ბიტიანი ინტერფეისი, ხოლო გრაფიკული მეხსიერების ოდენობა შეადგენს 2 გბ-ს. ბარათი ითვალისწინებს CrossFire-კომბინაციებს და გააჩნია Dual-Link DVI-I, Single-Link DVI-D, HDMI 1.4a და 2x Mini DisplayPort 1.2-ს. აღნიშნული მოდელის ღირებულება სტანდარტულთან შედარებით, 10-20$-ით მეტია. Overclockers.ua 3 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.