Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია PowerColor-მა წარმოადგინა Radeon HD 7850-ის აჩქარებული ვერსია, გაუმჯობესებული PCS+ გაგრილების სისტემით. მისი სიხშირეები აჭარბებს Radeon HD 7870-ის ეტალონური მოდელისას (1000/4900 - 1000/4800 მჰზ-ის წინააღმდეგ) და მხოლოდ მცირედით ჩამორჩება ადრე გამოშვებულ PowerColor PCS+ HD 7870-ის პარამეტრებს. უფროსი ვიდეობარათის სასარგებლოდ მეტყველებს ნაკადური პროცესორებისა და ტექსტურული ბლოკების რაოდენობა (1280 და 64 ცალი შესაბამისად).

5bd2f62dc730d9bb69d49b335fc6afe9.jpg

ქულერი იკავებს გაფართოების ორ სლოტს და შედგება ალუმინის რადიატორისგან, წყვილ S-ფორმისებურ სპილენძის სითბურ მილაკებს, 92 მმ-იან ფენსა და პლასტიკის საფარველს. მწარმოებელი ირწმუნება, რომ ეს ნაკრები რეფერენსზე 15-15%-ით ეფექტური და ჩუმია. 230 მმ სიგრძის, ბეჭდური დაფის სტრუქტურაც აგრეთვე ალტერნატიული სახისაა და მასში გამოიყენება DrMOS-ელემენტები და ციფრული PWM-კონტროლერი.

58a043416634ecce25abdd1cdc0a58f3.jpg

PowerColor PCS+ HD 7850-ის მამოძრავებელი ძალა კი, რასაკვირველია გახლავთ Pitcairn Pro ბირთვი, რომელშიც შესულია 64 ტექსტურული და 32 რასტერიზაციის ბლოკი, 256-ბიტიანი ინტერფეისი, ხოლო გრაფიკული მეხსიერების ოდენობა შეადგენს 2 გბ-ს. ბარათი ითვალისწინებს CrossFire-კომბინაციებს და გააჩნია Dual-Link DVI-I, Single-Link DVI-D, HDMI 1.4a და 2x Mini DisplayPort 1.2-ს.

აღნიშნული მოდელის ღირებულება სტანდარტულთან შედარებით, 10-20$-ით მეტია.

  • Upvote 3

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.