jijibu Posted April 1, 2012 Posted April 1, 2012 მაინტერესებს, რა მონაცემების მიხედვით შევარჩიო კომპიუტერი Autocad-ზე და Archicad-ზე სამუშაოდ. თან იაფიანი კომპი მინდა, ასე i3-2xxx და AMD A8-A10 სერიებზე. ასევე მაინტერესებს ოპერატიული რამდენია საჭირო კარგი მუშაობისათვის და ვიდეოკარტას რა მნიშვნელობა აქვს მაგ დროს?
მიშა Posted April 1, 2012 Posted April 1, 2012 ავტოკადი არ ვიცი და არხიკადს დიდი არაფერი ჭირდება. ძირითადად ვიდეოდაფას იყენებს და მანდაც არაა დიდად მომთხოვნი თუკი სცენა ძალიან არაა გადატვირთული. GTX460 რომ დააყენო, თავისუფლად უნდა ეყოს წესითა და რიგით. ოპერატიული 4GB მაინც გინდა, 6-იც შეიძლება. 8-ის აზრს დღესდღეობით ვერ ვხედავ, თუკი არხიკადშივე არ არენდერებ. თუმცა მე (და სხვაც ბევრი) არტლანტისს უფრო იყენებს სწრაფი რენდერისთვის, ვიდრე არხიკადის რენდერერს. პროცესორი რავიცი, E8400-ზე ვამუშავებთ სახლშიც და სამსახურშიც და ჯერ პრობლემა არ გვქონია სენდი ბრიჯის i3 რათქმაუნდა უკეთესი იქნება. AMD-ს A8 პროცესორებს არ ავიღებდი. რა ბიუჯეტი გაქვს?
Recommended Posts