მიშა Posted April 1, 2012 Posted April 1, 2012 უკვე თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც Pentax-მა თავისი ორი უკანასკნელი DSLR გამოუშვა (K-5 და K-r). შემდეგ იგი Ricoh-მ შეიძინა და სულაც გაურკვეველი იყო განაგრძობდა თუ არა კომპანია არსებობას, თუმცა როგორც ჩანს საქმეს სასიკეთო პირი უჩანს. კომპანიის გულშემატკივრები უკვე საკმაო ხანია ელოდებიან K-r-ის მომდევნო მოდიფიკაციის - K-z-ის გამოჩენას, თუმცა დღეს Ricoh-ს შვილობილმა Pentax-მა ყველა გააოცა და K-z-ს ნაცვლად თავისი პირველი Full Frame სარკიანი ციფრული ფოტოკამერა K-3 დააანონსა. კამერის ოფიციალური მონაცემები ჯერ კიდევ არაა ცნობილი, თუმცა სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ: კამერას ექნება 24 მეგაპიქსელიანი Full Frame (36x24მმ) CMOS სენსორი; Dual PRIME M პროცესორი; ISO შუქმგრძნობელობა 100-25600 ერთეულის დიაპაზონში; 29-წერტილიანი ავტოფოკუსი; 200000 ციკლზე გათვლილი ჩამკეტი მუშა დიაპაზონით 30 წამიდან 1/8000 წამამდე; 6fps მიყოლებით გადაღება მაქსიმალური გაფართოებით; 1080p/720p ვიდეოგადაღების შესაძლებლობა; ფოტოს მიხედვით იმასაც ვასკვნით, რომ კამერაზე KAF2 ბაიონეტი იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ კამერა თავსებადი იქნება პენტაქსის ძველ ოპტიკასთანაც. რაც შეეხება "DA" ტიპის ოპტიკას, რომელიც APS-C ზომის პენტაქსებისთვისაა განკუთვნილი, მათთან ერთად K-3-ის სენსორის მხოლოდ ცენტრალური ნაწილი იმუშავებს, 12 მეგაპიქსელიან გაფართოებაზე. როგორც ჩანს ამ კამერისთვის სამომავლოდ ახალი ტიპის ოპტიკა გამოვა გაყიდვაში. თავად K-3-ის ფასი და გაყიდვაში გამოსვლის თარიღი უცნობია, თუმცა სავარაუდოდ ფასი 2500$-ის ფარგლებში იქნება მოქცეული და ჩემი აზრით საკმაოდ გემრიელი ლუკმა იქნება FF ფოტოკამერების მოყვარულთათვის. წყარო: https://www.pentaxforums.com/news/pentax-k-3-announced.html 2 Quote
მიშა Posted April 1, 2012 Author Posted April 1, 2012 ბიჭო რა მაგარ ვიდზეა! მომწონს! გრაფიტის ფერი იქნებაო, K-5-ის შეზღუდული სერია იყო მასე გამოშვებული და ეტყობა მაგრად მოეწონათ :) Quote
ANuB1S Posted April 6, 2012 Posted April 6, 2012 არა რა, პენტაქსზე მაგარი დიზაინი არცერთ ბრენდს არ აქვს! Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.