Jump to content

Recommended Posts

Posted

Intel-ის სისტემურ დაფებზე ტრადიციისამებრ პოპულარობით სარგებლობენ, მიუხედავად არცთუ შთამბეჭდავი აჩქარების პოტენციალისა. ამჯერად, კომპანიამ გამოსაშვებად მოამზადა LGA1155 სოკეტსა და Z77 სისტემურ ლოგიკაზე დაფუძნებული სამი ATX-მოდელი, რომელთაგანაც ორის - Intel DZ77GA-70K და DZ77BH-55K-ს დიზაინი ერთმანეთის მსგავსია. ისინი აღჭურვილნი არიან DDR3 ოპერატიული მეხსიერების ოთხი სლოტით, წყვილ PCI Express 3.0 x16-ით, ორ PCI-ით, 4-5 SATA 3 გბიტ/წმ პორტით. გარდა ამისა, ოთხი USB 3.0, HDMI-ით და POST-კოდების ინდიკატორით. ხოლო მათგან პირველ - DZ77GA-70K-ს კი, გარდა ჩამოთვლილისა, აგრეთვე გააჩნია PCI-E 2.0 x4 და SATA 6 გბიტ/წმ (4x) ინტერფეისები, ორი გიგაბიტ ქსელური კონტროლერი და გაძლიერებული (8+2)-არხიანი პროცესორის კვების ქვესისტემა.

16af709a1e65008338aa83e43e9bcbe7.jpg

d0a2b17e88a2620dadfc12844f18daa1.jpg

9f13722e02bd82db2b04c9b578e2025a.jpg

შედარებით მოკრძალებულ Intel DZ77SL-50K-ს ერგო ერთი 16-სიჩქარიანი სლოტი ვიდეობარათისთვის, სამი SATA2 და ორი SATA3, (4+2)-არხიანი CPU-კვება. დაფაზე განთავსებულია ორი ათეული ელექტროლითური კონდენსატორი, უკანა პანელზე კი, ადგილი დაიკავეს USB 3.0 გასასვლელის წყვილმა და HDMI-მ. ფასები ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის.

  • Upvote 5
Posted

საღოლ ინტელს!!! კარგი დედა დაფებია :thumbsup: :thumbsup:

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.