X-treme user Posted April 1, 2012 Posted April 1, 2012 Intel-ის სისტემურ დაფებზე ტრადიციისამებრ პოპულარობით სარგებლობენ, მიუხედავად არცთუ შთამბეჭდავი აჩქარების პოტენციალისა. ამჯერად, კომპანიამ გამოსაშვებად მოამზადა LGA1155 სოკეტსა და Z77 სისტემურ ლოგიკაზე დაფუძნებული სამი ATX-მოდელი, რომელთაგანაც ორის - Intel DZ77GA-70K და DZ77BH-55K-ს დიზაინი ერთმანეთის მსგავსია. ისინი აღჭურვილნი არიან DDR3 ოპერატიული მეხსიერების ოთხი სლოტით, წყვილ PCI Express 3.0 x16-ით, ორ PCI-ით, 4-5 SATA 3 გბიტ/წმ პორტით. გარდა ამისა, ოთხი USB 3.0, HDMI-ით და POST-კოდების ინდიკატორით. ხოლო მათგან პირველ - DZ77GA-70K-ს კი, გარდა ჩამოთვლილისა, აგრეთვე გააჩნია PCI-E 2.0 x4 და SATA 6 გბიტ/წმ (4x) ინტერფეისები, ორი გიგაბიტ ქსელური კონტროლერი და გაძლიერებული (8+2)-არხიანი პროცესორის კვების ქვესისტემა. შედარებით მოკრძალებულ Intel DZ77SL-50K-ს ერგო ერთი 16-სიჩქარიანი სლოტი ვიდეობარათისთვის, სამი SATA2 და ორი SATA3, (4+2)-არხიანი CPU-კვება. დაფაზე განთავსებულია ორი ათეული ელექტროლითური კონდენსატორი, უკანა პანელზე კი, ადგილი დაიკავეს USB 3.0 გასასვლელის წყვილმა და HDMI-მ. ფასები ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის. Overclockers.ua 5
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now