Jump to content

Recommended Posts

Posted

'4+1 ბირთვის' მქონე, NVIDIA Tegra 3-ზე დაფუძნებულ პლანშეტურ კომპიუტერების სია თანდათანობით იზრდება. სხვა მწარმოებლებს შეუერთდა კომპანია Acer-იც, რომელმაც წარმოადგინა მოწყობილობა Iconia Tab A510. ის აღჭურვილია 10.1-დუიმიანი სენსორული ეკრანით, 1280 х 800 პიქსელ გაფართოებით, 85 გრადუსიანი ხედვის კუთხით და ერთდროულად ათი შეხების აღქმის შესაძლებლობით.

2006e2683fa29b5c8b0fe9a69701b4ba.jpg

აღნიშნული პროცესორი მუშაობს 1 გბ ოპერატიულ და 32 გბ მყარ მეხსიერებასთან კომბინაციაში. microHDMI პორტის გარდა, პროდუქტს აგრეთვე გააჩნია D-Sub (VGA) გადამყვანიც. გარდა ამისა, აპლიკაცია Acer Print გვთავაზობს უკაბელო კავშირს - ბაზარზე არსებულ პრინტერთა მოდელების 87%-თან, Polaris Office 3.5 პაკეტი იძლევა Microsoft Office დოკუმენტებთან მუშაობის საშუალებას, ხოლო ოპერაციულ სისტემად გამოყენებულია Google Android 4.0. მონაცემების გაცვლისა და დატენვის მიზნით, კომპლექტაციაში შესულია microUSB 2.0 გასასვლელიც. მყარი დისკის ტევადობის გაზრდა კი ხდება 32 გბ-მდე ზომის microSD-ბარათებით. ვიდეოს ჩვენების რეჟიმში, ქარხნული ელემენტი უზრუნველყოფს 12 სთ-ის განმავლობაში ნაწარმის უწყვეტ მოხმარებას.

პლანშეტს ასევე ერგო Wi-Fi 802.11 a/b/g/n და Bluetooth 2.1 + EDR ადაპტერებიც. ფრონტალური კამერის გაფართოება არის ერთი, ხოლო უკანა მხარეს განთავსებულისა - ხუთი მეგაპიქსელი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მაღალი ხარისხის ვიდეოს ჩაწერა და ამავდროულად სურათების გადაღება. გათვალისწინებულია ავტოფოკუსის ფუნქციაც. 259 х 175 х 10,9 მმ ზომებით, მისი წონა შეადგენს 680 გ-ს. ყველაზე სასიამოვნო თავისებურება კი, გახლავთ ღირებულება: აშშ-სა და კანადაში ის ხელმისაწვდომი იქნება 450$-ად.

  • Upvote 3
Posted

ამ პროცესორს აქვს არის ოთხი ძირითადი ბირთვი, რომლებიც განკუთვნილია იმ დავალებებისთვის, სადაც აუცილებელია მაღალი წარმადობა და კიდევ ერთი დამატებითი (ე.წ.'ბირთვი-კომპანიონი), რომელიც გამოიყენება შედარებით ნაკლებად მომთხოვნი აპლიკაციებისთვის.

Posted

კაი პლანტშეტია,იგივე 4+1-ია გამოყენებული LG Optimus 4X-შიც.

ანუ 4ბირთვი ძირითადი საქმეებისთვისაა და როდესაც

ტელეფონი/პლანტშეტი Stamdby რეჟიმშია მაშინ იყენებს ამ 1 ბირთვს.

მაგალითად lg optimus 4x-ში მე-5 ბირთვი 500მჰზ-იანია

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.