X-treme user Posted March 22, 2012 Posted March 22, 2012 კომპანია Antec-მა განაცხადა 1000 ვ-იანი, High Current Pro Platinum სერიის კვების ბლოკის გაყიდვების დაწყების შესახებ. შეგახსენებთ, რომ 80 PLUS Platinum სერტიფიკატის მქონე ასეთი სიმძლავრის პროდუქტი, მის ასორტიმენტში აქამდე არ ყოფილა. მქკ-ის დონე არ ეცემა 89%-ზე ქვემოთ - 20-100%-იან დატვირთვის პირობებში, ხოლო მწარმოებლის სიტყვებით, ეს მაქსიმალური მაჩვენებელი შეადგენს 94%-ს. ალბათ ზედმეტია იმის თქმა, რომ ასეთი PSU პირველ რიგში განკუთვნილია კომპიუტერულ ენთუზიასტებსა და ოვერქლოქინგის მოყვარულებისთვის. HCP-1000 Platinum-ის სქემა დამზადებულია იმგვარად, რომ +12 ვ ძაბვა გამოიტანება ოთხი ხაზის მეშვეობით, თითოეულზე 40 А-ს შესაძლებლობით. კომპანია აგრეთვე აღნიშნავს მხოლოდ იაპონური კონდენსატორებისა და 135 მმ-იანი ფენის გამოყენებას, რომლის ბრუნვის სისწრაფეც რეგულირდება უშუალოდ ბლოკის შიგნით არსებული ტემპერატურის მიხედვით. ნაწარმის მოდულურია და კომპლექტაციაში მოყვება შავი ფერის Stealth Wires კაბელები, რაც Antec-ის აზრით, კორპუსში მათ შედარებით ნაკლებად შესამჩნევ იერ-სახეს ანიჭებს. ჩრდილოეთ ამერიკაში გაყიდვები უკვე დაწყებულია 269,95 $-ის ფასად, ხოლო ევროპის ბაზრებზე პროდუქტი აპრილის დასაწყისში გამოჩნდება, მწარმოებლის 7-წლიან გარანტიასთან ერთად. IXBT 2 Quote
სოსო Posted March 22, 2012 Posted March 22, 2012 1000 ვატიანი როგორ არ ჰქონია? 1200 ვატიანიც აქვს Quattro ალბათ პლატინიუმ სტანდარტი იგულისხმება Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.