Jump to content

Recommended Posts

Posted

Sony-ის ასორტიმენტში გამოჩნდა სმარტფონი Xperia neo L (MT25i), რომელიც გახდა კომპანიის პირველი აპარატი წინასწარ დაყენებული Android 4.0.3 Ice Cream Sandwich ოპერაციული სისტემით. ნაწარმი დამზადებულია შარშან აგვისტოს ბოლოს გამოშვებულ Xperia neo V-ის მიხედვით და ორიენტირებულია ჩინური ბაზრისთვის. ის აგრეთვე ეფუძნება ერთბირთვიან 1 გჰზ სიხშირის და გრაფიკულ ამსწრაფებელ Adreno 205-ის მქონე SoC Qualcomm MSM8255-ს. ოპერატიული და ფლეშ-მეხსიერების ოდენობა თითო-თითო გბ-ია, თუმცა აქედან მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ 301 მბ-ია. გარდა ამისა, სმარტფონი აღჭურვილია 4-დუიმიანი ეკრანით, 480 х 854 პიქსელ გაფართოებით.

c7b4df73455ec365109b813038f9b22e.jpg

8a86257579d3e665d64b0847ad29276a.jpg

კონფიგურაციაში ასევე შესულია 0,3 და 5 მპ-იანი კამერები (წინა და უკანა შესაბამისად), Wi-Fi და Bluetooth ადაპტერები, microSD ბარათებისთვის განკუთვნილი სლოტი, აქსელერომეტრი და ციფრული კომპასი. ელემენტის ტევადობა უტოლდება 1500 mAh-ს, რომელსაც მწარმოებლის თქმით, შეუძლია საუბრის რეჟიმში 7 სთ და 53 წთ-ის განმავლობაში ავტონომიური მუშაობის უზრუნველყოფა, ხოლო მუსიკისთვის კი - 36 სთ და 35 წთ. პროდუქტის მასა შეადგენს 131,5 გ-ს და ზომები - 120 x 61 x 12,8 მმ-ს, რაც ამტკიცებს იმას, რომ ის Xperia neo V-ზე ოდნავ გრძელი და უფრო თხელია.

Posted

გავხდი neo L-ის ფანი :spiteful:

Posted

ჯამბოს კომენტარი არ ჩანს . სად ხარ დიადო მოდერო? :D

Posted

მომეწონა.

იმედია მოვა გონს სონი :) მგონი ერიქსონის ბრალი იყო ყველაფერი :D

Posted

დიზაინი არ მომწონს,საშინელია :SNEMOTICON13:

ძლივს ნორმალური გამოუვიდათ, მშვენიერი დიზაინია.

Posted

სონი და ერიკსონი ერთად აღარ არიაN?

4.0.3 კარგი იქნება :ugly_confused2:

Posted

სონი და ერიკსონი ერთად აღარ არიაN?

4.0.3 კარგი იქნება :ugly_confused2:

ხო სონიმ იყიდა წელს ერიკსონი

Posted

ხო მომრაგვალებული დიზაინი არც მე მომწონს ამას ამ სერიის ჰაი ენდ მოდელები სჯობს :chojinfc: თუმცა ესეც კარგი რამეა ,ფასცი კარგი ექნება

Posted

დიზაინი კარგი აქვს ამ მოდელს, მაგრამ ჰარდი აქვს ცოტა სუსტი ახალ მოდელებთან შედარებით.

საშუალო დონის ტელეფონი იქნება კარგი დიზაინით :)

Posted

ხო სონიმ იყიდა წელს ერიკსონი

რო იყიდა ეხლა სონი იქნება მხოლოდ?

ანუ ერიკსონი აღარ ეწერება Xო// :chojinfc:

Posted

რო იყიდა ეხლა სონი იქნება მხოლოდ?

ანუ ერიკსონი აღარ ეწერება Xო// :chojinfc:

მარტო სონი ეწერება,დიდი ასოებით. ფონტი არ მომწონს :SNEMOTICON13:

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.