X-treme user Posted March 22, 2012 Posted March 22, 2012 Sony-ის ასორტიმენტში გამოჩნდა სმარტფონი Xperia neo L (MT25i), რომელიც გახდა კომპანიის პირველი აპარატი წინასწარ დაყენებული Android 4.0.3 Ice Cream Sandwich ოპერაციული სისტემით. ნაწარმი დამზადებულია შარშან აგვისტოს ბოლოს გამოშვებულ Xperia neo V-ის მიხედვით და ორიენტირებულია ჩინური ბაზრისთვის. ის აგრეთვე ეფუძნება ერთბირთვიან 1 გჰზ სიხშირის და გრაფიკულ ამსწრაფებელ Adreno 205-ის მქონე SoC Qualcomm MSM8255-ს. ოპერატიული და ფლეშ-მეხსიერების ოდენობა თითო-თითო გბ-ია, თუმცა აქედან მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ 301 მბ-ია. გარდა ამისა, სმარტფონი აღჭურვილია 4-დუიმიანი ეკრანით, 480 х 854 პიქსელ გაფართოებით. კონფიგურაციაში ასევე შესულია 0,3 და 5 მპ-იანი კამერები (წინა და უკანა შესაბამისად), Wi-Fi და Bluetooth ადაპტერები, microSD ბარათებისთვის განკუთვნილი სლოტი, აქსელერომეტრი და ციფრული კომპასი. ელემენტის ტევადობა უტოლდება 1500 mAh-ს, რომელსაც მწარმოებლის თქმით, შეუძლია საუბრის რეჟიმში 7 სთ და 53 წთ-ის განმავლობაში ავტონომიური მუშაობის უზრუნველყოფა, ხოლო მუსიკისთვის კი - 36 სთ და 35 წთ. პროდუქტის მასა შეადგენს 131,5 გ-ს და ზომები - 120 x 61 x 12,8 მმ-ს, რაც ამტკიცებს იმას, რომ ის Xperia neo V-ზე ოდნავ გრძელი და უფრო თხელია. Sina, GSMArena, IXBT
AL1eN Posted March 22, 2012 Posted March 22, 2012 ჯამბოს კომენტარი არ ჩანს . სად ხარ დიადო მოდერო? :D
gajaviki Posted March 22, 2012 Posted March 22, 2012 მომეწონა. იმედია მოვა გონს სონი მგონი ერიქსონის ბრალი იყო ყველაფერი :D
gajaviki Posted March 22, 2012 Posted March 22, 2012 დიზაინი არ მომწონს,საშინელია ძლივს ნორმალური გამოუვიდათ, მშვენიერი დიზაინია.
Shopen Posted March 23, 2012 Posted March 23, 2012 სონი და ერიკსონი ერთად აღარ არიაN? 4.0.3 კარგი იქნება :ugly_confused2:
AL1eN Posted March 23, 2012 Posted March 23, 2012 სონი და ერიკსონი ერთად აღარ არიაN? 4.0.3 კარგი იქნება ხო სონიმ იყიდა წელს ერიკსონი
Barca Posted March 23, 2012 Posted March 23, 2012 ხო მომრაგვალებული დიზაინი არც მე მომწონს ამას ამ სერიის ჰაი ენდ მოდელები სჯობს თუმცა ესეც კარგი რამეა ,ფასცი კარგი ექნება
gajaviki Posted March 23, 2012 Posted March 23, 2012 დიზაინი კარგი აქვს ამ მოდელს, მაგრამ ჰარდი აქვს ცოტა სუსტი ახალ მოდელებთან შედარებით. საშუალო დონის ტელეფონი იქნება კარგი დიზაინით :)
Shopen Posted March 23, 2012 Posted March 23, 2012 ხო სონიმ იყიდა წელს ერიკსონი რო იყიდა ეხლა სონი იქნება მხოლოდ? ანუ ერიკსონი აღარ ეწერება Xო// :chojinfc:
ჩეგე Posted March 24, 2012 Posted March 24, 2012 რო იყიდა ეხლა სონი იქნება მხოლოდ? ანუ ერიკსონი აღარ ეწერება Xო// მარტო სონი ეწერება,დიდი ასოებით. ფონტი არ მომწონს :SNEMOTICON13:
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now