X-treme user Posted March 16, 2012 Posted March 16, 2012 GIGABYTE-მა, CeBIT 2012 გამოფენაზე წარმოადგინა სათამაშო ნოუთბუქი P2542G, რომელიც ჩაანაცვლებს დაახლოებით ერთი წლის წინ გამოშვებულ, მოდელ P2542-ს. როგორც კომპანიაში ირწმუნებიან, მის შექმნაზე დიზაინერები შთაგონებას იღებდნენ სპორტქარებისგან და გასაკვირი არ არის, რომ საფარველის ყვითელი ფერი თითქმის (ან ზუსტად) ASUS Lamborghini-ის პროდუქტების იდენტურია. გარდა ამისა, ყურადღებას იპყრობს მეტალისფერი მბზინვარე მცირე დეტალები, მათ კი, როგორც ჩანს, უნდა შექმნან ავტომობილის ქრომირებული ელემენტების ასოციაცია. P2542G-მ მიიღო Ivy Bridge სერიის 4-ბირთვიანი პროცესორი Intel Core i7, 2 გბ GDDR5-ის მქონე, დისკრეტული ვიდეობარათი NVIDIA GeForce GTX 660M. ოპერატიული მეხსიერების ოდენობა არ ხმაურდება, მაგრამ დიდი ალბათობით, ის მცირე არ იქნება. რაც შეეხება მყარ დისკს, ის შეიძლება დაფუძნებული იყოს როგორც SSD, აგრეთვე HDD-ზე, 7200 ბრ/წთ შპინდელის სისწრაფით. წამყვანის სახით, ოპციონალურად ხელმისაწვდომია Blu-ray დისკების წამკითხველი, ხოლო ინტერფეისის ნაკრებში შესულია ორი USB 3.0, HDMI და D-Sub ვიდეოგასასვლელები. მთავარ თავისებურებად კი, უნდა ჩაითვალოს ხმის სისტემა, რომელიც შედგება ოთხი ფართოველიან და ერთ დაბალსიხშირიან დინამიკისგან. ეკრანის დიაგონალის ზომა შეადგენს 15,6 დუიმს, გაფართოება კი - Full HD-ს. ჯერჯერობით უცნობია ნოუთბუქის დეტალური ზომები და ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა. ამ ინფორმაციას, კომპანია ალბათ გაყიდვების დაწყების მომენტში გაახმაურებს, როდესაც უკვე ცნობილი გახდება პროდუქტის ღირებულებაც. Notebook Italia, IXBT 2 Quote
Coldfire Posted March 16, 2012 Posted March 16, 2012 ფასი დაახლოებით იქნება 1350 მწვანე, რაც P2532 ღირს ეხა რა, ხოდა ჩაასწორე პოსტში, 2532 უნდა გეწეროს 2542 გიწერია P.S კაი ინფო იყო Quote
Barca Posted April 2, 2012 Posted April 2, 2012 აუ რა კარგი ნოუთია ,მაგარი ჰარდიც აქვს ,თხელია და ლამაზი :thumbsup: Quote
Coldfire Posted April 5, 2012 Posted April 5, 2012 აუ ეს ყვითელი რა ქინძობა... :/ აუ რატო ტო ძაან მაგარი დიზაინია, ნუ კაი იქნებოდა სხვა ფერებიც მარა ისეთი მონაცემები დევს რო, მგონი ფერი აღარაა გადამწყვეტი : მარტო GTX 660M რად ღირს Quote
Ivenho Posted April 5, 2012 Posted April 5, 2012 კი რო მქონდეს შესაძლებლობა ყიდვის ფერს ნაღდად არ შევხედავდი, მაგრამ ეს ყვითელი ძაან აჭყეტავს :/ Quote
Barca Posted April 5, 2012 Posted April 5, 2012 სხვა ფერებიც იქნება გამოშვებული ნახე ინტერნეტში აბა Quote
Shopen Posted April 11, 2012 Posted April 11, 2012 ჩEმი აზრით უხდება ყვითელი რაღაც "გეიმერულ" ელფერ აძლევს Quote
radeon Posted April 11, 2012 Posted April 11, 2012 560M მაგარი დებილობა არის მაგას დაჟე 9600Gთ სჯობია იმედია 660 მაინც იქნება ნორმალური Quote
George Posted September 18, 2013 Posted September 18, 2013 Gigabyte P35K Ultrablade Gaming Laptop http://www.guru3d.com/news_story/gigabyte_p35k_ultrablade_gaming_laptop.html Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.