Jump to content

Recommended Posts

Posted

ჰონგ-კონგურ ბრენდ Zotac-მა წარმოადგინა თავისი ახალი საშუალო-ბიუჯეტური ვიდეობარათი GeForce GTX 560 SE, რომელიც დაფუძნებულია მოდიფიცირებულ ბირთვ GF114-ზე, 288 შეიდერული ბლოკითა და 192-ბიტიანი მეხსიერების ინტერფეისით. ის აღჭურვილია ტურბინული ტიპის, ორსლოტიანი ქულერით და ოთხი ვიდეოგასასვლელით - DVI (2), HDMI და DisplayPort-ით. ბეჭდური დაფის მეორე მხარეს კი, ჩვენ ვხედავთ გამაძლიერებელ ფირფიტას და SLI-პორტს.

35ef20929536ebbcd979062affaef75b.jpg

c887728807eb477336d13c8e9050ad3f.jpg

619f10cd0b8aeb1f28749bdd843665ab.jpg

პროდუქტის შედარებით მაღალი სიხშირეები (746/1492/3828 მჰზ) და 40 ნმ ტექ-პროცესი თავის მხრივ, განაპირობებს კვების ორ 6-პინიან PCI-E Power გასასვლელის არსებობას. რაც შეეხება მეხსიერებას, მისი ჯამური ოდენობა შეადგენს 1 გბ-ს. გარდა ამისა, ადგილზეა API DirectX 11, Shader Model 5.0, Nvidia 2-Way SLI, CUDA, PhysX ტექნოლოგიებისა და Blu-ray 3D ფორმატის ვიდეოს ჩვენების მხარდაჭერაც. კომპლექტს თან ერთვის კუპონი - ონლაინ-თამაშ TrackMania 2 Canyon-ის 3-დღიან სარგებლობაზე.

  • Upvote 4
Posted

ფასზე არ ეწერა არაფერი?

ამ ვიდეოს არსებობა გამართლებული იქნება თუ შესაბამისად კარგი ფასი შეურჩიეს

Posted

სავარაუდოდ 150$-ის ფარგლებში უნდა იყოს დაახლოებით

Posted

კარგი რამე უნდა იყოს წესით თავის ფასში. ალბათ 5850-ის დონის მაინც იქნება

Posted

Radeon HD 7770-ის უშუალო კონკურენტად მოიაზრება.

Posted

რაღაც მაინტერესბეს და გამარკვიეთ რაა :შ

6ieob.jpg

Posted

ეგ ყველაფერი მონიტორის მისაერთებელია. სტაფილოსფერები dvi პორტებია დანარჩენი hdmi და display პორტები

Posted

რაღაც მაინტერესბეს და გამარკვიეთ რაა :შ

6ieob.jpg

რაც მეტი აქ მით უფრო ქურდულია

Posted

კარგი რამე უნდა იყოს წესით თავის ფასში. ალბათ 5850-ის დონის მაინც იქნება

ეგ 560თის დონეა :D

  • 2 weeks later...
Posted

მე მაქვს ზუსტად ესეტი კარტა 1 თვის წინ ვიყიდე კომპი და ეს კარტა ქონდა ზუსტად ასეთია

თუ არა არა ჩემსას სე არ ეწერა მარა ასეთია ზუსტად

Posted

ხო SE ვერ იქნება მაგრამ ალბათ სტადარტული GTX 560 ია

Posted

SE რას ნიშნავს?

Posted

სე არის სექონდ ედიშენ

Posted

სე არის სმართ ედიშენ

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.