Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანიამ SHENZHEN JIEHE TECHNOLOGY DEVELOPMENT CO.,Ltd. საერთაშორისო გამოფენაზე CeBIT 2012 ჰანოვერში ახალი მცირეგაბარიტიანი მაგიდის პერსონალური კომპიუტერი ჩაიტანა სახელად Giada Uni-box, რომელიც Intel-ის Sandy Bridge თაობის მობილური პროცესორების დაყენებაზეა გათვლილი.

Giada_Uni-box_Mini_PC.jpg

მოდელს ორიგინალური დიზაინის ორფეროვანი ალუმინის კორპუსი აქვს და მის არსენალშია:

-ჩიპსეტი Intel HM65 Express;

-4 გბაიტი ოპერატიული მეხსიერება;

-ხისტტანიანი დისკი მოცულობით 16 გბაიტი ფორმ-ფაქტორით mSATA;

-ქსელის კარტა Gigabit Ethernet;

-უსადენო ქსელების ადაპტერი Wi-Fi 802.11b/g/n;

-მოდული Bluetooth;

-მულტიფორმატიანი კარდრიდერი;

-პორტები D-Sub და HDMI.

დეველოპერთა განცხადებით, მათ ნამცეცას Full HD 1080p ფორმატის ვიდეოს გამოსახვა შეუძლია და 30 ვტ სიმძლავრეს მოიხმარს. პროდუქტის ფასისა და მისი გაყიდვების დაწყების ვადებთან დაკავშირებით ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.

3dnews.ru

  • Upvote 3
Posted

ინფოსთვის დიდი მადლობა, მაგრამ იქნებ სათაური ცოტათი შეამოკლო :)

Posted

კარგი რამეა საოფისედ

ხო სათაური შეამოკლე ,თორემ არ ჩანს ბოლომდე :D

Posted

ისეთი ფასი ექნება სუ გადაიფიქრებ ყიდვას :D ისე გერმანიაში ბიბლიოთეკებში სულ ესეთები იდგა :)

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.