X-treme user Posted March 6, 2012 Posted March 6, 2012 CeBIT 2012 გამოფენაზე, რომელიც დღეს, ქალაქ ჰანოვერში იწყება, კომპანია Tt eSPORTS და DesignworksUSA-ს განზრახული აქვთ დაამტკიცონ, თუ რამდენად შეუძლია მანიპულატორის გარეგნულ მხარეს გავლენის მოხდენა სათამაშო პროცესზე. ორივე მათგანი, როგორც თქვენთვის ცნობილია, წარმოადგენს Thermaltake და BMW Group-ის ქვეგანყოფილებებს შესაბამისად. საუბარია კი არის გეიმერულ მაუს Level 10 M-ზე, რომლის შესახებაც პირველი ცნობები წლის დასაწყისში გავრცელდა. პროდუქტი ორიგინალური დიზაინით გამოირჩევა: კორპუსი დაყოფილია ორ ნაწილად, რომელთა შორისაც დარჩენილია ცარიელი სივრცე, ხოლო ზედა მხარეს დატანებული ხვრელები კიდევ უფრო მეტად უზრუნველყოფენ ჰაერის ნაკადის ცირკულაციას. გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია დაარეგულიროს პროდუქტის სიმაღლე და კუთხე და ამგვარად, მოირგოს მისი ერგონომიულობა საკუთარი სურვილისდა მიხედვით. ზედაპირი დამზადებულია ალუმინისგან - უკეთესი მოძრაობისთვის და უფრო მეტი ცვეთაგამძლეობისთვის. ის აგრეთვე აღჭურვილია 800-დან 5000 DPI-ს მქონე ოპტიკური სენსორით (პროგრამულად ხელმისაწვდომია მაჩვენებელი 8200 DPI), ხოლო არჩეულ გაფართოებაში ორიენტირებისთვის, მღრღნელზე დატანებულია შესაბამისი საინდიკაციო ნიშნულები. ორი ძირითადი ღილაკის გარდა, კორპუსის გვერდითა მხარეს განთავსებულია ხუთი პროგრამირებადი კლავიში და კიდევ ერთი უზრუნველყოფს მათ შორის გადართვას. პარამეტრების დაყენება ხორციელდება კომპლექტში არსებული სოფტის მეშვეობით. მაუსს აგრეთვე გააჩნია განათების შვიდი ვარიანტი. პროდუქტი ხელმისაწვდომია თეთრ, შავ და ხაკისფერში. ღირებულებასა და გამოჩენის თარიღზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. IXBT, Tt eSPORTS 4
მიშა Posted March 6, 2012 Posted March 6, 2012 სწორი სახელი ქვია, "მანიპულატორი". ეს მაუსი აღარაა უკვე.
Albert Einstein Posted March 6, 2012 Posted March 6, 2012 ტრანსფორმერები რომ შეარქვან ამ მოდელს, მოუხდება მგონი მიშას ვეთანხმები :xelebi: 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now