Jump to content

Recommended Posts

Posted

დღეს, ტაივანურ კომპანია MSI-ის პროდუქციის ქსელში გამოჩნდა 28 ნმ Pitcairn Pro/XT ვიდეოჩიპზე დაფუძნებული ერთდროულად ოთხი ვიდეობარათი. MSI R7870 Twin Frozr და R7870 Twin Frozr/OC (Radeon HD 7870) აღჭურვილნი არიან 2 გბ GDDR5 მეხსიერებით და ორსლოტიანი გაგრილების სისტემით, რომელიც მოიცავს Propeller Blade ხრახნების მქონე, ორ ცალ, 80 მმ-იან ფენს, სპილენძის ხუთ სითბურ მილაკს და ალუმინის რადიატორს. მათ კომპლექტაციაში აგრეთვე შესულია 1280 ნაკადური პროცესორი, 32 რენდერული/80 ტექსტურული ბლოკი და 256-ბიტიანი ინტერფეისი. ჩვეულებრივი ვერსიის სიხშირეები შეადგენს 1000/4800-ს, ხოლო აჩქარებულისას კი - 1050 მჰზ-მდე (ჩიპზე).

593af5b24152ecde1620110363a56cab.jpg

9a0eac547a3e6446197eda893eb0ef7f.jpg

MSI R7850 Twin Frozr და R7850 Twin Frozr/OC (Radeon HD 7850) ხასიათდებიან შედარებით ნაკლები SP/TMU-თი (1024, 64) და უფრო მოკრძალებული TDP-თი - დაახლოებით 130 ვ-ით - Radeon HD 7870-ის 175-ის წინააღმდეგ. ქულერმა მიიღო სამი 6 მმ-იანი ჰითპაიპი და ორი, ~70 მმ-იანი ფენი. ვიდეოგასასვლელების ნაკრები კი სტანდარტული სახისაა: DVI, HDMI და Mini DisplayPort (2). ორივე მათგანს რასაკვირველია გააჩნია API DirectX 11.1, OpenGL 4.2, CrossFire-კომბინაციების, AMD Eyefinity-ისა და ენერგოდაზოგვის ტექნოლოგია ZeroCore Power-ის მხარდაჭერა. გაყიდვაში კი, ყველა ახალი მოდელი 19 მარტიდან გამოჩნდება.

  • Upvote 5
Posted

ეს უკვე სხვა დონეა :thumbsup:

Posted

MSI როგორც ყოველთვის თავის სიმაღლეზეა ,რაც შეეხება ვიდოე ბარათებს ძალიან კარგია

Extrem კიდევ კარგი დაიწყე ისევ ნიუსების წერა ,თორმე მეც არ მცალია ხოლმე სწავლის გამო და ამდენი ნიუსე იკარგება :D

Posted

MSI როგორც ყოველთვის თავის სიმაღლეზეა

:yes: მაგრად გაამართლა ტვინ ფროზერებმა

Posted

ფასი რა იქნება დაახლოებით?

Posted

ნუ MSI დიზაინს რო არ ცვლის ეგ ტეხავს :)

Posted

ნუ MSI დიზაინს რო არ ცვლის ეგ ტეხავს :)

სწორი მიდგომაა, ცნობადი დიზაინია, აგრესიული და გაყიდვადი. არანაირი მიზეზი აქვს დიზაინის შეცვლის.

Posted

ხო MSI ყველაზე კარგ არარეფერენს მოდელებს უშვებს ხოლმე მართლა, მართლა ვერაფერს დაუწუნებ, დიზაინს რომ თავი დავენებოთ საკმაოთ ჩუმი და გრილი კარტებია დიდი რაზგონის პოტენციალით

Posted

MSI კარგი ბრენდია :) მე მევასება ,მაგრამ არ მქონია :(

  • 2 months later...
Posted

MSI Radeon HD 7850 Power Edition OC review http://www.guru3d.com/article/msi-radeon-hd-7850-power-edition-oc-review/

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.