X-treme user Posted March 6, 2012 Posted March 6, 2012 დღეს, ტაივანურ კომპანია MSI-ის პროდუქციის ქსელში გამოჩნდა 28 ნმ Pitcairn Pro/XT ვიდეოჩიპზე დაფუძნებული ერთდროულად ოთხი ვიდეობარათი. MSI R7870 Twin Frozr და R7870 Twin Frozr/OC (Radeon HD 7870) აღჭურვილნი არიან 2 გბ GDDR5 მეხსიერებით და ორსლოტიანი გაგრილების სისტემით, რომელიც მოიცავს Propeller Blade ხრახნების მქონე, ორ ცალ, 80 მმ-იან ფენს, სპილენძის ხუთ სითბურ მილაკს და ალუმინის რადიატორს. მათ კომპლექტაციაში აგრეთვე შესულია 1280 ნაკადური პროცესორი, 32 რენდერული/80 ტექსტურული ბლოკი და 256-ბიტიანი ინტერფეისი. ჩვეულებრივი ვერსიის სიხშირეები შეადგენს 1000/4800-ს, ხოლო აჩქარებულისას კი - 1050 მჰზ-მდე (ჩიპზე). MSI R7850 Twin Frozr და R7850 Twin Frozr/OC (Radeon HD 7850) ხასიათდებიან შედარებით ნაკლები SP/TMU-თი (1024, 64) და უფრო მოკრძალებული TDP-თი - დაახლოებით 130 ვ-ით - Radeon HD 7870-ის 175-ის წინააღმდეგ. ქულერმა მიიღო სამი 6 მმ-იანი ჰითპაიპი და ორი, ~70 მმ-იანი ფენი. ვიდეოგასასვლელების ნაკრები კი სტანდარტული სახისაა: DVI, HDMI და Mini DisplayPort (2). ორივე მათგანს რასაკვირველია გააჩნია API DirectX 11.1, OpenGL 4.2, CrossFire-კომბინაციების, AMD Eyefinity-ისა და ენერგოდაზოგვის ტექნოლოგია ZeroCore Power-ის მხარდაჭერა. გაყიდვაში კი, ყველა ახალი მოდელი 19 მარტიდან გამოჩნდება. Overclockers.ua 5
Barca Posted March 6, 2012 Posted March 6, 2012 MSI როგორც ყოველთვის თავის სიმაღლეზეა ,რაც შეეხება ვიდოე ბარათებს ძალიან კარგია Extrem კიდევ კარგი დაიწყე ისევ ნიუსების წერა ,თორმე მეც არ მცალია ხოლმე სწავლის გამო და ამდენი ნიუსე იკარგება :D
მიშა Posted March 6, 2012 Posted March 6, 2012 MSI როგორც ყოველთვის თავის სიმაღლეზეა მაგრად გაამართლა ტვინ ფროზერებმა
OverDozeD Posted March 6, 2012 Posted March 6, 2012 ნუ MSI დიზაინს რო არ ცვლის ეგ ტეხავს სწორი მიდგომაა, ცნობადი დიზაინია, აგრესიული და გაყიდვადი. არანაირი მიზეზი აქვს დიზაინის შეცვლის.
George Posted March 6, 2012 Posted March 6, 2012 ხო MSI ყველაზე კარგ არარეფერენს მოდელებს უშვებს ხოლმე მართლა, მართლა ვერაფერს დაუწუნებ, დიზაინს რომ თავი დავენებოთ საკმაოთ ჩუმი და გრილი კარტებია დიდი რაზგონის პოტენციალით
George Posted May 26, 2012 Posted May 26, 2012 MSI Radeon HD 7850 Power Edition OC review http://www.guru3d.com/article/msi-radeon-hd-7850-power-edition-oc-review/
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now