NEIRON Posted November 1, 2010 Posted November 1, 2010 POST Card-სქემა,რომელსაც აქვს საკუთარი ციფრული ინდიკატორი დედაპლატის გაუმართაობის დიაგნოსტიკისათვის.ციიფრულ დისპლეიზე ბოლოს აღბეჭდილი კოდით შეგვიძლია გავარკვიოთ თუ დედაპლატაზე რომელ კომპონენტშია გაუმართაობა. გაუმართაობისთვის მინიჭებული კოდი დამოკიდებულია დედაპლატის BIOS-ზე.იმ შემთხვევაში თუ არაა შეცდომები და დაზიანებები მაზერში,POST ტესტერი აჩვენებს უცვლელ ჩვენებას ინდიკატორზე,რომილიც დამოკიდებულია ამა თუ იმ მწარმოებლის ბიოსის მიერ მინიჭებულ კოდზე(მაგ:უმეტესობა დედაპლატის ტესტის ბოლოს აგდებს FF კოდს). POST ტესტერი შეიძლება ბევრნაირი ვარიანტის იყოს,მაგ: POST Code Dual-ს აქვს დისპლეი-ინდიკატორი ორივე მხრიდან,ამიტომ ინფორმაციის წასაკითხად წვალება არ გვიწევს.ყველა POST ტესტერზე დამატებულია შუქდიოდები,რომელიც აღბეჭდავს ძაბცას +5 +3,3 +12, −12 ვოლტი და შუქდიოდი სიგნალ RESET-ის(არ იგულისხმება RESET კნოპკით გადატვირთვა),ზოგიერთ მოდელებზე კი სხვადასხვა ინდიკატორებიცაა დამატებული. RESET ტესტერებს აქვთ სხვადასხვა შესაერთებელი ,მაგალითად PCI, ISA, miniPCI, LPT. ინდიკატორის ძირითად ნაწილს წარმოადგენს მიკროსქემა( EPM3064ALC44-10 Altera-ს ფირმის),რომელიც წარმოადგენს პროგრამირებად ლოგიკურ სქემას. ინდიკატორის ტექნიკური მახასიათებლებია: დენის წყაროს შემოწმება: +3,3 ვ, +5 ვ, +12 ვ და –12 ვ ინდიკაცია სიგნალის PCI სლოტიდან: RST(მარცხენა წერტილი იბდიკატორის), CLK(მარჯვენა მხარე ინდიკაციის). PCI შინის სიხშირე:33მგც მისამართი დიაგნოსტიკური პორტის :0080h ინდიკატორის პლატის კვება:+5ვოლტი მოხმარებული ამპერი:200მილიამპერი მოქმედებათა თანმიმდევრობა კომპიუტერის POST ბარათით ტესტირების დროს : 1)ვთიშავთ კომპიუტერის კვებას 2)ინდიკატორს ვდებთ ერთერთ PCI-სლოტში დედა პლატაზე 3)ვრთავთ კომპიუტერის კვებას და ვკითხულობთ შესაბამის კოდს ინდიკატორიდან 4)POST კოდის ტაბლოზე აღბეჭდილი ჩვენებით ვხვდებით პრობლემის ლოკალიზაციას 5)კომპიუტერის კვების გამორთვის შემთხვევაში ვახდენთ გადაადგილებას ბარათის,მახსოვრობის და სხვა კომპონენტების პრობლემის აღმოსაფხვრელად 6)გავიმეოროთ 3,4,5 პუნქტები პოსტ პროცედურის ხელახლა გავლისათვის. 7)პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით მოვახდინოთ ტესტირება აპარატურული კომპონენტების. პოსტ კოდები კი შეგიძლიათ გადმოწეროთ აქ ბიოსის მწარმოებლისდამიხედვით. 1 Quote
gio13 Posted November 9, 2010 Posted November 9, 2010 მე დავითრიე და ჩართულზე AAAC ანთია რას უნდა ნიშნავდეს? Quote
NEIRON Posted November 10, 2010 Author Posted November 10, 2010 მე დავითრიე და ჩართულზე AAAC ანთია რას უნდა ნიშნავდეს? მაზერის ბიოსი რაცაა იმის პოსტკოდები გადმოწერე და იქ ეწერება რას ნიშნავს Quote
gio13 Posted November 10, 2010 Posted November 10, 2010 პასპორტი მოყვა და იქ წერია ეგ კოდები მარა ეგ არაა მითითებული ერორიანი მაზერი რამე კოდს უნდა წერდეს ჩართულ და მუშა მდგომარეობაში როცააა? Quote
NEIRON Posted November 21, 2010 Author Posted November 21, 2010 სურათი გაასწორე რა ნეირონ არაფერი სჭირს რა არის გასასწორებელი?! იქაც ისევეა როგორც აქ Quote
system 32 Posted April 2, 2012 Posted April 2, 2012 მე დავითრიე და ჩართულზე AAAC ანთია რას უნდა ნიშნავდეს? ეგ 4 ციფრიანია პირველ ორ ნიშანს წერს იმ მომენტის მდგომარეობით, ხოლო მეორე ორს წერს წინა მდგომარეობით ანუ წინა კოდი რაც იყო, ანუ შენ უნდა ეძებო რას ნიშნავს AA. Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.