Jump to content

Recommended Posts

Posted

POST Card-სქემა,რომელსაც აქვს საკუთარი ციფრული ინდიკატორი დედაპლატის გაუმართაობის დიაგნოსტიკისათვის.ციიფრულ დისპლეიზე ბოლოს აღბეჭდილი კოდით შეგვიძლია გავარკვიოთ თუ დედაპლატაზე რომელ კომპონენტშია გაუმართაობა. გაუმართაობისთვის მინიჭებული კოდი დამოკიდებულია დედაპლატის BIOS-ზე.იმ შემთხვევაში თუ არაა შეცდომები და დაზიანებები მაზერში,POST ტესტერი აჩვენებს უცვლელ ჩვენებას ინდიკატორზე,რომილიც დამოკიდებულია ამა თუ იმ მწარმოებლის ბიოსის მიერ მინიჭებულ კოდზე(მაგ:უმეტესობა დედაპლატის ტესტის ბოლოს აგდებს FF კოდს).

POST ტესტერი შეიძლება ბევრნაირი ვარიანტის იყოს,მაგ: POST Code Dual-ს აქვს დისპლეი-ინდიკატორი ორივე მხრიდან,ამიტომ ინფორმაციის წასაკითხად წვალება არ გვიწევს.ყველა POST ტესტერზე დამატებულია შუქდიოდები,რომელიც აღბეჭდავს ძაბცას +5 +3,3 +12, −12 ვოლტი და შუქდიოდი სიგნალ RESET-ის(არ იგულისხმება RESET კნოპკით გადატვირთვა),ზოგიერთ მოდელებზე კი სხვადასხვა ინდიკატორებიცაა დამატებული. RESET ტესტერებს აქვთ სხვადასხვა შესაერთებელი ,მაგალითად PCI, ISA, miniPCI, LPT.

d610cbfa7944.jpg

ინდიკატორის ძირითად ნაწილს წარმოადგენს მიკროსქემა( EPM3064ALC44-10 Altera-ს ფირმის),რომელიც წარმოადგენს პროგრამირებად ლოგიკურ სქემას.

ინდიკატორის ტექნიკური მახასიათებლებია:

დენის წყაროს შემოწმება: +3,3 ვ, +5 ვ, +12 ვ და –12 ვ

ინდიკაცია სიგნალის PCI სლოტიდან: RST(მარცხენა წერტილი იბდიკატორის), CLK(მარჯვენა მხარე ინდიკაციის).

PCI შინის სიხშირე:33მგც

მისამართი დიაგნოსტიკური პორტის :0080h

ინდიკატორის პლატის კვება:+5ვოლტი

მოხმარებული ამპერი:200მილიამპერი

მოქმედებათა თანმიმდევრობა კომპიუტერის POST ბარათით ტესტირების დროს :

1)ვთიშავთ კომპიუტერის კვებას

2)ინდიკატორს ვდებთ ერთერთ PCI-სლოტში დედა პლატაზე

3)ვრთავთ კომპიუტერის კვებას და ვკითხულობთ შესაბამის კოდს ინდიკატორიდან

4)POST კოდის ტაბლოზე აღბეჭდილი ჩვენებით ვხვდებით პრობლემის ლოკალიზაციას

5)კომპიუტერის კვების გამორთვის შემთხვევაში ვახდენთ გადაადგილებას ბარათის,მახსოვრობის და სხვა კომპონენტების პრობლემის აღმოსაფხვრელად

6)გავიმეოროთ 3,4,5 პუნქტები პოსტ პროცედურის ხელახლა გავლისათვის.

7)პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით მოვახდინოთ ტესტირება აპარატურული კომპონენტების.

პოსტ კოდები კი შეგიძლიათ გადმოწეროთ აქ ბიოსის მწარმოებლისდამიხედვით.

  • Upvote 1
  • 2 weeks later...
Posted

მე დავითრიე და ჩართულზე AAAC ანთია რას უნდა ნიშნავდეს?

Posted

მე დავითრიე და ჩართულზე AAAC ანთია რას უნდა ნიშნავდეს?

მაზერის ბიოსი რაცაა იმის პოსტკოდები გადმოწერე და იქ ეწერება რას ნიშნავს

Posted

პასპორტი მოყვა და იქ წერია ეგ კოდები

მარა ეგ არაა მითითებული

ერორიანი მაზერი რამე კოდს უნდა წერდეს ჩართულ და მუშა მდგომარეობაში როცააა?

  • 2 weeks later...
Posted

სურათი გაასწორე რა ნეირონ

Posted

სურათი გაასწორე რა ნეირონ

არაფერი სჭირს

რა არის გასასწორებელი?!

იქაც ისევეა როგორც აქ

  • 1 year later...
Posted

კარგი რამეა, ვიყიდე და მომეწონა :)

  • 3 months later...
Posted

მე დავითრიე და ჩართულზე AAAC ანთია რას უნდა ნიშნავდეს?

ეგ 4 ციფრიანია პირველ ორ ნიშანს წერს იმ მომენტის მდგომარეობით, ხოლო მეორე ორს წერს წინა მდგომარეობით ანუ წინა კოდი რაც იყო, ანუ შენ უნდა ეძებო რას ნიშნავს AA.

Posted

რა ფასში შეიძლება მაგის ყიდვა?

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.