gugelasha Posted February 28, 2012 Posted February 28, 2012 მოკლედ win7 დაყენებას ვაპირებ (ფლეშკიდან) ჩაწერილი მაქ ყველაფერი და რაღაც მაინტერესებს ( win7 არასდროს დამიყენებია ) როცა HDD ს გაჩვენებს გადაყენების დროს დისკ1 ანუ C დისკი უნდა დავაფორამტო თუ პირდაპირ უნდა გადავაწერო ეხლა XP მიყენია და ვერ გავარვკიე ადრე ეგრევე გადავაწერე და რაღაც უაზრობები დაემართა.... დიდი თხოვნა იქნება არ დამცინოთ
gio_kiborg Posted February 29, 2012 Posted February 29, 2012 დაცინვა რა სახსენებელია, მაგრამ ჯობდა თემა სწორ ადგილას გაგეხსნა მე მაგალითად გირჩევ დააფორმატო C დისკი (სადაც XP გეწერა) საერთოდ, ჯობს ჯერ წაშალო, მერე თავიდან შექმნა C დისკი (დისკის არჩევისას დააჭირე ფანჯრის ქვემოთა მარჯვენა ნაწილში Drive Option-ს და მიხვდები) ოღონდ ფრთხილად D დისკიც არ მიაყოლო ახალი დისკის შექმნისას (Unallocated Space-ზე დააჭერ და NEW) მოგთხოვს 100მბ-იანი სისტემური პარტიშენის შექმნას, დაეთანხმე, C დისკის ზომა 100მბ-ით დაიკლებს მარტო, რაც არაა ყურადსაღები) ხო, რეკომენდირებული ზომა იმ დისკისა სადაც Windows 7-ს აყენებ არის 40გბ აქედან 8-15 გბ თვითონ Windowsს მიაქვს (ვინდის ვერსიისა და კომპის კონფიგის მიხედვით) + პეიჯფაილი, რომელიც RAM-ის რაოდენობაზე 1.5-ჯერ მეტი (ვთქვათ RAM გაქვს 2 გბ, პეიჯფაილი სისტემურ- Windows-ის დისკზე იქნება 2X1.5=3GB) + ლეპტოპის შემთხვევაში ჰიბერფაილი, რომელიც RAM-ის მოცულობის ტოლია ასე, რომ დარწმუნდი, რომ ჯერ C-ზე საკმარისი ადგილი გაქვს, 20გბ-ზე ნაკლები თუა არ გირჩევ მასზე დაყენებას
Recommended Posts