სოსო Posted February 20, 2012 Posted February 20, 2012 NVIDIA აპირებს გამოუშვას კიდევ ერთი ვიდეო დაფა GTX 560 SE რომელიც იქნება GF114 გრაფიკული ბირთვით რომელშიც გაუქმებული იქნება ორი SM ბლოკი. ვიდეო დაფას ექნება დაახლოებით GeForce GTX 555 (OEM edition) წარმადობა და გათვლილი იქნება Radeon HD 7770 კონკურენტად. დაფა უნდა გამოჩნდეს გაყიდვებში რამოდენიმე კვირაში. როგორც აღვნიშნეთ GTX 560 SE არის GF114 ბირთვზე ორი გათიშული SM ბლოკით და ჯამში მას აქვს 288 Streaming Processor და 48 TMU. სამუშაო სიხშირები იქნება Core 776 MHz და შეიდერები 1552 MHz. მეხსოერების ერთი კონტროლერი გათიშულია და ინტერფეისი იქნება 192 ბიტიანი ხოლო თავად ოპერატიული იქნება 1GB GDDR5 3828 MHz სამუშაო სიხშირით. GF114 ბირთვი ვერ იქნება კარგი არჩევანი წარმადობა/ვატების გათვალისწინებით ისე როგორც AMD-ს ბოლო თაობის 28nm გრაფიკული ბირთვებია, თუმცა წარმადობა/ფასის გათვალისწინებით GTX 560 SE შესაძლოა გახდეს კარგი არჩევანი თუ მისი ფასი 150 დოლარის ფარგლებში იქნება. 2 Quote
zV1 Posted February 20, 2012 Posted February 20, 2012 ესენი ვეღარ უშვებენ კეპლერს რა არ უნდა იყოს ცუდი კარტა მადლობა ნიუსისთვის Quote
Overclocker Posted February 20, 2012 Posted February 20, 2012 კეპლერი აპრილში უნდა გამოვიდეს.12 აპრილს მემგონი Quote
სოსო Posted February 20, 2012 Author Posted February 20, 2012 პირველ აპრილს ხომ არ გამოდის? :xelitavi: Quote
George Posted February 20, 2012 Posted February 20, 2012 ბოლო ჭორის მიხედვით აპრილში სრაზუ 8 კეპლერის მოდელი უნდა გამოვიდესო, ეს კარტა GTX460 დონის იქნება მაქსიმუმ ალბათ Quote
nseries430 Posted February 20, 2012 Posted February 20, 2012 რა უბედურებაა 4-ნაირი 560 გვაქვს უკვე 2 Quote
George Posted February 21, 2012 Posted February 21, 2012 რატომღაც მგონია რომ კეპლერშიც ანალოგიური სიტუაცია იქნება ოღონდ უფრო ხელსაყრელ ფასებში და პერფორმანსიც უფრო კარგი ექნება ვიდრე 500 სერიის ფერმის კარტებზე, ნუ თავიდან ძვირი იქნება რა თქმა უნდა შედარებით მაგრამ მერე ნელ-ნელა დარეგულირდება ფასები როცა ფერმის კარტებს მთლიანათ კეპლერები ჩაანაცვლებენ Quote
fashisti Posted February 22, 2012 Posted February 22, 2012 რა უბედურებაა 4-ნაირი 560 გვაქვს უკვე ხო ტვინს ღუნავენ რა... მერე იმახსოვრე რომელი რომელია და რომელს როგორი წარმადობა აქვს... დასახელებებში AMD ჯობია მაგრამ ეგენიც იმდენ მოდელს უშვებენ რომ ერთმანეთში ამერია უკვე ამდენი თაობები და მოდელები Quote
nseries430 Posted February 22, 2012 Posted February 22, 2012 ხო ტვინს ღუნავენ რა... მერე იმახსოვრე რომელი რომელია და რომელს როგორი წარმადობა აქვს... დასახელებებში AMD ჯობია მაგრამ ეგენიც იმდენ მოდელს უშვებენ რომ ერთმანეთში ამერია უკვე ამდენი თაობები და მოდელები ხო შეიძლება მოტყუვდე 448 ქორეანი იყიდო და ეს ვერსია მოგცენ Quote
bacho1 Posted March 14, 2012 Posted March 14, 2012 ერთი ეს გამაგებინეთ კეპლერი რა არის მესმის და ვერვიგებ რაზეა ბაზარი :D Quote
George Posted March 15, 2012 Posted March 15, 2012 მომავალი ახალი სერიის ნვიდიას კარტები იქნება თუ რა ვერ გაიგე კონკრეტულათ Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.