ray_ban Posted February 19, 2012 Posted February 19, 2012 კომპანია Antec-მა წარმოადგინა ახალი სერია კვების ბლოკების სახელით EarthWatts Platinum.მათი მთავარი ღირსშესანიშნაობაა -ეფექტურობა 93%-მდე.სიახლეს გააჩნია "პლატინის"სერთიფიკატი Ecova Plug Load Solutions ორგანიზაციისგან.ახალი პროდუქტი ხელმისაწვდომია ჯერ-ჯერობით მხოლოდ 450ვტ,550,ვტ და 650ვტ ნომინალით,ფასები შესაბამისად 110, 120 და 130 ამერიკულ დოლარს შეადგენს. კვების ბლოკები გრილდება 120მმ იანი ვენტილატორით ორმაგი ბრუნვის სიხშირის დონით."კარლსონის" ბრუნვა ავტომატურია და დამოკიდებულია კვების ბლოკის ტემპერატურაზე.EarthWatts Platinum-ის დაცვის სისტემა ითვალისწინებს კვების ბლოკის მომენტალურ გათიშვას გადაჯარბებული ძაბვის დროს. კვების ბლოკების "დიდ" ფასს თუ გავითვალისწინებთ Antec EarthWatts Platinum ადვილად იპოვის თავის მყიდველს.უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია განთავსებულია Antec-ის ოფიციალურ გვერდზე antec. 4 Quote
zV1 Posted February 19, 2012 Posted February 19, 2012 კარგია რო შედარებით დაბალვატიან კვებებზე არის უკვე პლატინა სერთიფიკატი მადლობა ნიუსისთვის Quote
მიშა Posted February 19, 2012 Posted February 19, 2012 ანტეკი კარგ კვებებს უშვებდა თავის დროზე :jump: Quote
zV1 Posted February 19, 2012 Posted February 19, 2012 რა ეხლა ცუდებს უშვებს? არაფერი არ აქ დასაწუნი Quote
სოსო Posted February 19, 2012 Posted February 19, 2012 ძალიან სერიოზული ბრენდია ანტეკი ერთ-ერთი საუკეთესო Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.