Jump to content

Recommended Posts

Posted

ვინც მეტ-ნაკლებად ადევნებთ თვალს ფოტოინდუსტრიას, გეცოდინებათ, რომ ნელ-ნელა იზრდება დიდსენსორიანი კომპაქტური კამერების რიცხვი. დიდ სენსორში მოიაზრება არა 1/1.7", არამედ ისეთი ფორმატის სენსორი, რომელსაც იყენებენ ჩვეულებრივ სარკიან კამერებში. მაგალითისთვის, მსგავსი კამერების პიონერი Sony იყენებს APS-C ფორმატის სენსორს (23.4x15.6მმ), მეორე პიონერი - Olympus იყენებს 4/3 ფორმატის სენსორს (17.5x13მმ) და ა.შ. მსგავსი სისტემის დადებითი და უარყოფითი მხარეები ერთ-ერთ წინა თემაში გაგაცანით (კერძოდ Micro 4/3 ქვეთავში). ორიოდე კვირის წინ კომპანია Pentax-იც შეუერთდა მაღალი დონის კომპაქტური კამერების მწარმოებელთა რიგებს და მომხმარებელს წარუდგინა "Pentax K-01":

K-01_White.jpg?v=1344

აღსანიშნავია, რომ K-01-მდე რამდენიმე თვით ადრე ფირმამ გამოუშვა Pentax Q, რომელიც ვიზუალურად და ფუნქციებით კი არის მაღალი დონისა, მაგრამ აღჭურვილია მხოლოდ 1/2.3" ფორმატის სენსორით, რომელიც ჩვეულებრივი კომპაქტური კამერის სენსორზე არაფრითაა უკეთესი და მთლად გადასარევ ფოტოებს ვერ მოგცემთ. სხვა რომ არაფერი, ამ სენსორიან კამერაში 630$-ის გადაყრა ყოვლად გაუმართლებელია მაშინ, როცა იმავე ფასად ბევრად უკეთეს მოდელს იშოვით. ჰოოდა სწორედ ამ შეცდომის გამოსასწორებლად შეიქმნა Pentax K-01. ახალი კამერა APS-C ფორმატის სენსორით იქნება აღჭურვილი, ექნება ცვლადი ოპტიკა და რაც მთავარია, ოპტიკა Pentax-ის სტანდარტულ "Pentax KAF2" ბაიონეტს მოიხმარს:

K01_B_B_a0%20%5B1600x1200-2%5D.jpg

ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს ყოველგვარი გადამყვანის გარეშე შეეძლება მოარგოს თავის კომპაქტურ კამერას პროფესიონალური ოპტიკის მსგავსი ასორტიმენტი:

K01_DAlens_b1%20%5B1600x1200-2%5D.jpg

და რათქმაუნდა ამ ფოტოზე ყველა ლინზა სულაც არაა მოყვანილი, Pentax KAF2 ბაიონეტთან ათწლეულების მანძილზე გამოსული ათასზე მეტი სხვადასხვა მოდელის ლინზაა თავსებადი :spiteful:

"მაღალპროფესიონალურ" Pentax K-5-თან შედარებით K-01 კომპაქტურად გამოიყურება:

side-by-side4.jpg?v=1344

side-by-sideRr.jpg?v=1344

თუმცა მე თუ მკითხავთ, კიდევ უფრო დაპარატავებასაც არაფერი უჭირდა.

კამერის მთავარ ღირსებათა შორისაა:

ალუმინის ჩარჩოიანი კორპუსი, რომელიც სამ ვარიანტში გამოვა (შავი, თეთრი და ყვითელი).

თავსებადია "K" სერიის ბაიონეტის მქონე ათასზე მეტ ლინზასთან.

16-მეგაპიქსელიანი APS-C ფორმატის სენსორი Pentax-ის განთქმულ პროცესორთან ერთად მოგცემთ ფოტოს გამორჩეულ ხარისხს, ყოვლად უვარგისი განათების პირობებშიც კი (ISO მგრძნობელობის დიაპაზონი 100-256000-ია. 25600-ისა რა გითხრათ, მაგრამ ISO 1600-ზედაც ძალიან სუფთად იღებს Pentax).

3-დუიმიანი 921000 პიქსელიანი დისპლეი.

1080p@30fps FHD და 720p@60fps HD ვიდეოგადაღების საშუალება.

Pentax-ის მიერ წლების მანძილზე გამოცდილი მტვრის გაწმენდის ფუნქცია "სენსორის წანაცვლებით" (რომელიც მართალია ისეთი კარგი ვერაა, როგორც Olympus-ის Supersonic wave drive, მაგრამ მაინც აკეთებს საქმეს).

მიყოლებითი ფოტოგადაღება 6 fps სიჩქარით.

K-01_Yellow_3QView.jpg?v=1344

სხვა დადებით მხარეებში შეგვიძლია მოვიხსენიოთ RAW ფორმატში გადაღების საშუალება, ფოკუსის ხელით გასწორება, Aperture, Shutter და Manual რეჟიმში გადაღება, სტერეომიკროფონი (თუმცა დინამიკი "მონო" აქვს :D) და "C" ტიპის Mini HDMI მაერთებელი.

კამერა სულ მალე გამოვა გაყიდვაში, უკვე შესაძლებელია მისი წინასწარ შეკვეთა (Pre-order). ფასები კი ასეთია:

კორპუსი (შავი/თეთრი/ყვითელი) - 750$

კორპუსი და 40მმ-იანი ლინზა - 900$ (ცნობისთვის, ცალკე ლინზა 250$ ღირს)

კორპუსი და 18-55მმ + 50-200მმ ლინზებიანი "კომბო" - 1000$ (ცნობისთვის, 18-55მმ ცალკე 100$, ხოლო 50-200მმ - 200$ ღირს)

Pentax_K-01-Group01-LR.jpg

გმადლობთ ყურადღებისთვის :)

  • Upvote 6
Posted

კაი რამე ჩანს მაგრამ ფასი არ მომწონს :) მე ვფიქრობ ამ ფასში ბევრად უკეთესს იყიდი :) ისე რატომღაც სათამაშოს ვიდი აქვს :D

  • Upvote 1
Posted

აბა პენტაქსი მარილზე გავიდაო?

  • Upvote 1
Posted

ყვითელი რა სიმპატიურია :D

ფასს რაც შეეხება დიდად ვერ ვერკვევი მაგრამ ვფიქრობ უფრო იაფი უნდა ღირდეს :S

  • Upvote 1
Posted

უი წაიკითხა ეს თემა ვინმემ? :D გმადლობთ ბიჭებო!

კაი რამე ჩანს მაგრამ ფასი არ მომწონს :) მე ვფიქრობ ამ ფასში ბევრად უკეთესს იყიდი :) ისე რატომღაც სათამაშოს ვიდი აქვს :D

პენტაქსების უმრავლესობას ეგეთი ვიდი აქვს, ძირითადად კომპაქტურებს :) DSLR-ებიდან K-x-ის და K-r-ის "არაშავი" ფერის მოდელებსაც ეგეთი ვიდი აქვთ :)

აბა პენტაქსი მარილზე გავიდაო?

მთლად მასეც არაა, Ricoh-მა იყიდა და როგორც ჩანს სახელის მოკვლას არ აპირებს ჯერ-ჯერობით.

ფასს რაც შეეხება დიდად ვერ ვერკვევი მაგრამ ვფიქრობ უფრო იაფი უნდა ღირდეს :S

მაგაზე კამათი უსასრულოდ შეიძლება, გემოვნების საქმეა, მაგის ფასად ხოშიან DSLR-ს დაითრევს კაცი, მარა თუ "სარკე" ჰკიდია, კარგი ვარიანტია, უამრავი ლინზა მიდის და თან გადამყვანის გარეშე. Olympus-ზე მსგავსი გადამყვანი 160-200$ ღირს :D

  • 3 weeks later...
Posted

ამ კამერის "hands-on" პრევიუ დაიდო:

http://www.pentaxforums.com/news/pentax-k-01-initial-hands-on.html

  • Barca unlocked this topic

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.