Jump to content

Recommended Posts

Posted

ამ ფორომზე დადებული ერთერთი ლინკიდან მაქ გადმოწერილი windows 7 sp. და რაშია პრობლემა: 16-იან ფლეშკაზე მაქ ჩაწერილი ეს ვინდი და დანარჩენი პროგები. მოკლედ autorun და bootmgr ფაილებს ავირა, ავგ და უესბე დისკ სექურითი აღიქვამენ ვირუსად და ეგრევე მიშლიან :) ავასტი და ნოდი არა, ახლა Anti-Malware-ში და AntiSpyware გავატარე და არც ამათ აღიქვეს ვირუსად. და სხვათაშორის არც Kaspersky Rescue Disk 10-მა მიჩვენა ვირუსი :) :) და აქედან გამომდინარე ავირა და ავეგე მემაიმუნებიან :) თქვენი აზრი მაინტერესებს არის თუ არა ვირუსი :)

Posted

კი, ნამდვილად აღიქვამენ ეგ ანტივირუსები მაგ ფაილებს ვირუსებად, მაგრამ რეალურად არ არიან რა თქმა უნდა, უბრალოდ, ბევრი ვირუსი და რუტკიტი იყენებს მაგ ფაილებს ვირუსული კოდის შესასრულებლად , მაგალითად, autorun.inf-ში წერია, რომ უნდა გაეშვას ესა და ეს პროგრამა, რომელიც შეიძლება იყოს ვირუსი, ან საჭირო პროგრამა, Windows-ის შემთხვევაში ეგ ინსტალერია, რომელიც ცვლის სისტემურ ფაილებს, შესაბამისად, Avira ფიქრობს რომ ვირუსია და შლის, ეს არ ნიშნავს რომ ვირუსია, უბრალოდ ანტივირუსის ძრავია დასახვეწი,

ანალოგიურად bootmgr ფაილზე: ის ჩამტვირთავი ფაილია და კომპს აძლევს ინსტრუქციებს თუ რა გააკეთოს ჩატვირთვისას, მანდაც შეიძლება იყოს როგორც Windows-ის გაშვება, ან რუტკიტის

ანუ ეგ ფაილები ამ კონკრეტულ შემთხვევაში არაა ვირუსები, თავისუფლად შეგიძლია avira-ს Exeption-ებში შეიტანო რომ არ წაშალოს, ან ფლეშკის გამზადებისას გამორთე ავირა, ხოლო Windows-ის ინსტალაციისას არ შეაერთო ჩართულ კომპზე სადაც ეგ ანტივირუსები აყენია, გამორთულზე შეაერთე და პირდაპირ ფლეშკიდან ჩაიტვირთე

Posted

:) მადლობა :) სხვათაშორის 2 წლისწინაც მქონდა რაღაც მსგავსი პრობლემა autorun-თან დაკავშირებით და იმის მერე მეჯავრება ავირა და ავგ :)

Posted

კარგი, დავხურავ მაშინ თემას

P.S: Avira ძალიან კარგი ანტივირუსია, თუმცა ძალიან პრეტენზიული :) არ ახარებს კრაკებს, პატჩებს და კეიგინებს

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.